საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC-იმ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შრომის ინსპექტირების სისტემის მანდატისა და საქმიანობის სამართლებრივი, ინსტიტუციური და ადმინისტრაციული საფუძვლების თვალსაზრისით. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის მიზანს არ წარმოადგენდა ამ მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, არამედ, ამ ნაწილში კვლევის მიზანს წარმოადგენდა, აღეწერა და ეჩვენებინა შრომის ინსპექტირების მექანიზმის არსებობისა და მისი კონკრეტული მახასიათებლებით ფუნქციონირების გამოცდილება, განსხვავებული ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის მქონე სახელმწიფოებში.
ამ მიზნით საკვლევ ობიექტებად განისაზღვრა, როგორც ე.წ. განვითარებადი, ისე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები და იქ ჩამოყალიბებული შრომის ინსპექტირების მექანიზმები. განვითარებადი ეკონომიკის მაგალითად კვლევამ შეარჩია პოსტსაბჭოთა ახალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ყაზახეთი. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან (მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე $12,476 გაანგარიშებით და ზევით) ერთ-ერთია დიდი ბრიტანეთი, როგორც ძლიერი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. განვითარებულ ეკონომიკებს შორის შეირჩა ასევე ყოფილი სოციალისტური ბლოკის წევრი ქვეყანა ცენტრალური ევროპიდან – პოლონეთი. დამატებით საკვლევ ობიექტად კი – განვითარებული, თუმცა ევროკავშირში ეკონომიკური მაჩვენებლებით ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ლიბერალური დემოკრატია, საბერძნეთის სახით.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი
ILO-ს მიხედვით შრომის ინსპექციის უმთავრეს მანდატს წარმოადგენს შრომის პირობებისა და დასაქმებულთა დაცვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების ზედამხედველობა. შრომით პირობებში ILO გულისხმობს სამუშაო საათებს, ანაზღაურებას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სოციალურ კეთილდღეობას, ბავშვების/ახალგაზრდობის დასაქმებას და შრომის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით შრომის ინსპექციის მანდატში შედის ორგანოს უფლებამოსილება შეამოწმოს დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.კვლევის ფარგლებში შესწავლილ ქვეყნებში მოქმედი შრომის ინსპექტირების ორგანოების მანდატს უპირობოდ წარმოადგენს დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, თუმცა მათი მანდატი ამ საკითხებით არ ამოიწურება და შრომითი უფლებების დაცვის ფართო სპექტრზე ვრცელდება, კერძოდ:
სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი
შრომის ინსპექციის სფეროში არსებული ILO-ს ძირითადი კონვენციები ითვალისწინებს შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილებას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და დამსაქმებელი პირის/საწარმოს თანხმობის გარეშე შევიდეს და შეამოწმოს კონკრეტული დასაქმების ადგილი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მოქმედებისთვის საჭირო თავისუფლებითა და იმ პირობით, რომ არ მოხდება ჩარევა შრომის პროცესში იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ეფექტიანი ინსპექტირებისათვის.სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება
შრომის ინსპექციებს, როგორც წესი, თავისუფალი წვდომა აქვთ საწარმოებზე. ყველა საკვლევი ქვეყნის შემთხვევაში შრომის ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან საზედამხედველო ფუნქცია განახორციელონ როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებების გზით.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტი
ILO-ს სტანდარტი ითვალისწინებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დამრღვევის, აგრეთვე, ინსპექტორებისათვის წინააღმდეგობის გამწევი პირების მიმართ ადეკვატურ სანქციას, რაც იმავდროულად იქნება ეფექტიანად აღსრულებადი.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შრომის ინსპექციის მოდელების კვლევის საფუძველზე, ILO გამოყოფს რამდენიმე სახის სანქციას, რაც კლასიკურად სანქცირების აღიარებულ ფორმებს წარმოადგენს და ემსახურება როგორც პრევენციულ, ასევე რეაგირებით მიზნებს. მათ შორის იგულისხმება: გაფრთხილება, შენიშვნა სხვადასხვა სახის დარღვევათა აღმოფხვრის თაობაზე, ფულადი ჯარიმა, დაწესებულების საქმიანობის შეჩერება, ლიცენზიის გაუქმება, დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტა, სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი სანქციები.სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებასხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციური მოდელის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა მათგანს აქვს როგორც პრევენციული, ისე რეაგირებითი მიზნები. ზედამხედველობისას, თითოეული საკვლევი ქვეყნის კანონმდებლობა ინსპექციას ანიჭებს დარღვევების შემთხვევაში სანქცირების უფლებამოსილებას, რომელსაც პრევენციული და რეაგირებითი მიზანი აქვს.
ამავე თემაზე: შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში
ამავე თემაზე: შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა
ინსტრუქცია