[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / ინფოგრაფიკა

რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით III

ქართული სამართალდამცავი სისტემა ყოველთვის ჭარბად განიცდიდა პოლიტიკურ და პარტიულ გავლენებს და გამონაკლისი ამ მხრივ არც მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც სულ უფრო ინტენსიურად იყენებს საპოლიციო სამსახურებს პარტიული ინტერესებით. ამგვარი რეალობა შინაგან საქმეთა მინისტრის ჭარბი და დაუბალანსებელი ძალაუფლებით არის გამოწვეული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიმუშავა რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით. იხილეთ დოკუმენტი - https://cutt.ly/mePjDpAb
დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები შემუშავებულია იმ გააზრებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის მოდელები არ იცვლება.
ამჯერად გთავაზობთ საპოლიციო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.

ქართული სამართალდამცავი სისტემა ჭარბად განიცდის პოლიტიკურ და პარტიულ გავლენებს. ამგვარი რეალობა შინაგან საქმეთა მინისტრის ჭარბი და დაუბალანსებელი ძალაუფლებით არის გამოწვეული. პრობლემას ქმნის ისიც, რომ სამინისტრო ვერ ახდენს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ეფექტიანი პრევენციას.

სა­პო­ლიციო სის­ტე­­მი­სა და სა­მარ­თალ­დაცვი­თი საქ­მი­­ა­ნო­ბის დემოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის­თ­ვის ფუნდამენტური რეფორმაა საჭირო, რომელიც 3 მიმართულებით უნდა წარიმართოს:
1. შს მინისტრის ძალაუფლების დაბალანსება;
2. საპოლიციო კანონმდებლობის დახვეწა;
3. სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ეფექტიანი პრევენცია.

დღესდღეობით შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, იმავდროულად არის ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელი, ხოლო რიგ ადმინისტრაციულ საკითხებზე (საკადრო, დისციპლინირების და სხვ.) სარგებლობს ექსკლუზიური უფლებამოსილებებით.

ჩვენი შეხედულებით, აუცილებელია შინაგან საქმეთა მინისტრის ჭარბი ძალაუფლების დაბალანსება, რაც მოიაზრებს მისი ჩართულობის შეზღუდვას საკადრო და დისციპლინური საკითხების გადაწყვეტისას, აგრეთვე საპოლიციო-საგამოძიებო საქმიანობაში. მინისტრის უფლებამოსილებები უნდა შემოიფარგლოს ინსტიტუციურ/პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებით.

მოქმედი კანონმდებლობა პოლიციას აღჭურვავს არაერთი ისეთი უფლებამოსილებით, რაც იწვევს ადამიანის უფლებებში ხისტ და არაპროპორციულ ჩარევას, ხოლო სამართალდამცავებს უბიძგებს რეპრესიულ, ძალასა და კონტროლზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებისკენ.

ჩვენი შეხედულებით, აუცილებელია პრობლემური საკანონმდებლო ინსტრუმენტების რეფორმირება/გაუქმება, რაშიც მოიაზრება:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმა;
2. პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებზე ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფა;
3. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის გაუქმება.

სამართალდამცავების საქმიანობაზე არსებული არაეფექტიანი გარე კონტროლი სამართალდამცავებს თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას აძლევს. პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემას აღრმავებს დაბალი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობის სისტემის არაეფექტიანობა.

ჩვენი შეხედულებით, აუცილებელია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ეფექტიანი პრევენცია. ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს შორის არის შსს-ის გენერალური ინსპექციის სისტემური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, უწყება აღიჭურვება ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მეტი გარანტიებით. გარდა ამისა, არსებითია, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს სავალდებულო იყოს პოლიციელების მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების გამოყენება

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“