საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ საზოგადოებას ე.წ. რუსული კანონის ხელახლა მიღების განზრახვის შესახებ აცნობა.[1] 17 აპრილს, პლენარულ სხდომაზე ინიცირებულ კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ანალოგია“. მასში მხოლოდ „უცხოელი აგენტის“ ცნება შეიცვალა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ ცნებით.[2] თუმცა, ეს ცვლილებაც მოჩვენებითია. მაგალითად, მმართველი პარტიის ლიდერები საჯარო განცხადებებში კვლავ დაუფარავად მოიხსენიებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უცხოეთის აგენტებად.[3]
ქართული სამოქალაქო საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას, რადგან იგი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან საფუძველშივე შეუსაბამოა, რასაც ადასტურებს რუსეთში მოქმედ მსგავს კანონზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება,[4] უნგრეთის მსგავს კანონზე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება[5] და ასევე, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გასულ წელს მომზადებული დასკვნა.[6]
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს, რუსეთია, თუმცა მას შემდეგ რუსული სტილის კანონი რამდენიმე ქვეყანამ მიიღო - ყირგიზეთი, ყაზახეთი, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა. ამ ტენდენციაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მსგავსი კანონები, სამიზნედ იღებს არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, და გამჭვირვალობის ან/და „უცხოეთის გავლენასთან“ ბრძოლის მოტივით, უწესებს ანგარიშგების მოთხოვნებს. ამ კანონების მოქმედება შედეგად იწვევს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჯარო სტიგმატიზაციას, მათზე ხელისუფლების უფრო მკაცრ ზედამხედველობას და ანგარიშგების მოთხოვნებისა და სხვა ვალდებულებების დაწესებას, რაც ღირებულ დროსა და უნარებს მოითხოვს და მნიშვნელოვნად აზიანებს ამ ორგანიზაციების საქმიანობას.[7]
დოკუმენტში წარმოდგენილია ის ძირითადი სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონის ნორმები დემოკრატიულ პრინციპებს და ევროპულ კონვენციას.
[1] Civil.ge, „ქართული ოცნება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ხელახლა აინიცირებს“, 03.04.2024, https://civil.ge/ka/archives/589758
[2] საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/359740?
[3] TV იმედი, „ეკა გიგაური არის უცხო ქვეყნის აგენტი“, 22.04.2024
https://imedinews.ge/ge/politika/334493/mamuka-mdinaradze-eka-gigauri-aris-utskho-qveknis-agenti ასევე, Ipress.ge “სოზარ სუბარი: როდესაც ხარ აგენტი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ემსახურები, სამშობლო არ გაქვს - ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი დამკვეთების ინტერესები გაატარო” 22.04.2024 https://ipress.ge/news/politika/sozar-subari-rodesats-khar-agenti-romelits-utskho-qveynis-dakvetas-emsakhurebi-samshoblo-ar-gaqvs-yvelafers-aketeb-imistvis-rom-sheni-damkvetebis-interesebi-gaataro
[4] Ecodefence and Others v. Russia, nos. 9988/13 and 60 others, 2022 https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-217751
[5] Court of Justice of the European Union (CJEU), Commission v. Hungary Case C-78/18, 2020 https://curia.europa.eu/juris/document/document.jsf?text=&docid=227569&pageIndex=0&doclang=EN&mode=lst&dir=&occ=first&part=1&cid=256071
[6] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), Note on Legislative Initiatives on Transparency and Regulation of Associations Funded from Abroad or So-Called “Foreign Agents Laws” and Similar Legislation and Their Compliance with International Human Rights Standards, 25.06.2023 https://legislationline.org/sites/default/files/2023-08/2023-07-25%20FINAL%20Note%20on%20foreign%20agents%20legislation_Georgia_ENGLISH%20%281%29.pdf
[7] ODIHR, Notes on So-Called Russian law, paragraphs 8-9
ინსტრუქცია