[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

რა პრობლემები გამოავლინა მოსამართლეთა დისციპლინირების სისტემის 2022-2023 წლების მონიტორინგმა?

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა დღევანდელი ფორმით 2013 წლიდან ჩამოყალიბდა და შემდგომი რვა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა 2021 წლის დეკემბრის ცვლილებები სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელმაც გაზარდა მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკები და გაამარტივა მათ მიმართ დევნის დაწყების შესაძლებლობა;

მოსამართლეთა დისციპლინირების სისტემის გადახედვის საკითხი, როგორც სასამართლო რეფორმის ნაწილი, კვლავ დადგა დღის წესრიგში 2022 წელს, საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესის ფარგლებში, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა სისტემის ფუნდამენტური რეფორმირები

ს ნება არ გამოავლინეს;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოსამართლეთა დისციპლინირების სისტემის მონიტორინგს 2018 წლიდან ახორციელებს. წარმოგიდგენთ ჩვენს რიგით მე-4 ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2022-2023 წლების პერიოდს. ამ პერიოდში დისციპლინირების სისტემის მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე, პერსონალის ცვლილებებსა და პრაქტიკაზე დაკვირვებამ 2022-2023 წლებში არაერთი პრობლემა გამოავლინა.

მოსამართლეთა დისციპლინირების გამართული სისტემა სასამართლოს ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია;

სისტემის თავდაპირველი პოზიტიური რეფორმა პარლამენტმა 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებით საუარესოდ შეცვალა, რასაც მნიშვნელოვანი კრიტიკა მოსამართლეთა ნაწილის, ასევე ვენეციის კომისიის მხრიდან;

2024 წლის მდგომარეობით, დისციპლინირების სისტემა კვლავ ქმნის მოსამართლეებზე ზეწოლის რისკებს, ვერ უზრუნველყოფს მათ თანაბარ და სამართლიანი დატვირთულობას და საფრთხეს უქმნის ინდივიდის სამართლიანი სასამართლოს უფლებას

გრძელდება მოსამართლეთა დისციპლინირების სისტემაში პერსონალის ცვლილების მანკიერი პრაქტიკა. იუსტიციის საბჭოს წევრები, ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორი თანამდებობებს ვადაზე ადრე და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ტოვებენ;

2023 წლის 16 ივნისს ყოფილმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა – ზურაბ აზნაურაშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წელს ეწურებოდა. 27 ივლისს კი საბჭომ ინსპექტორად თავისი ყოფილი წევრი - შოთა ქადაგიძე აირჩია. შერჩევის პროცესი ამჯერადაც გაუმჭვირვალედ, დახურულ რეჟიმში წარიმართა;

თანამდებობის ვადაზე ადრე და დაუსაბუთებლად დატოვების ასეთი პრაქტიკა უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ისედაც დაბალ საზოგადოებრივ ნდობაზე და ვერ უზრუნველყოფს სისტემის ეფექტურ ანგარიშვალდებულებას.

დისციპლინური სამართალწარმოების ორგანოები, ინფორმაციის საჯაროობის თვალსაზრისით, სულ უფრო ჩაკეტილები ხდებიან. ეს მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შესაძლებლობას და ვერ უზრუნველყოფს სისტემის ანგარიშვალდებულებას;

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური 2017 წელს შეიქმნა და მას კანონმდებლობით საქმიანობის წლიური ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულება დაუდგინდა, რასაც 2024 წლამდე არსულებდა;

2024 წელს პირველად, ინსპექტორმა არ გამოაქვეყნა გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში. ეს სისტემის გამჭვირვალობის და ანგრიშვალდებულების მიმართულებით სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია.

ბოლო 4 წლის განმავლობაში მოსამართლეთა მიმართ წარდგენილი დისციპლინური საჩივრების რაოდენობა მუდმივად მზარდია, რაც საერთო სასამართლოების სისტემის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების ერთ-ერთი ინდიკატორი შესაძლოა იყოს;

საჩივრების ყველაზე ხშირ საფუძვლებლად საპროცესო ვადების დარღვევა და მოსამართლის მიერ უფლებამოსილების სხვადასხვა ინტერესის გავლენით განხორციელება სასამართლოს გადატვირთულობისა და მისი დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებს;

დისციპლინური სამართალწარმოება ვადების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ეს უარყოფითად აისახება სისტემის ეფექტიანობასა და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე;

ვადების დარღვევის პრობლემა განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიემართება. საბჭომ დისციპლინურ საკითხებზე 2022 წელს მხოლოდ 2 სხდომა გამართა, 2023 წელს კი - 1;

ამასთან, იუსტიციის საბჭო თითოეულ სხდომაზე ერთდროულად ათობით დისციპლინურ საქმეს განიხილავს, რაც ვერ უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობას.

მოსამართლეთა დისციპლინირების სისტემის დახვეწა ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია;

სამწუხაროდ, პარლამენტმა სათანადო პოლიტიკური ნება არ გამოავლინა, არ გაითვალისწინა ამ საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მხოლოდ არაარსებითი საკანონმდებლო ცვლილებებით შემოიფარგლა;

ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებით, გაუქმდა რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისას მისი საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების შესაძლებლობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“