[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო

რა მოხდა არჩევნებზე ჯავახეთში?

საქართველოში ეთნიკური უმცირესობები სოციალური იზოლაციისა და პოლიტიკური მარგინალიზაციის მძიმე პირობებში ცხოვრობენ. რთული პოლიტიკური მოვლენების დროს ისინი ხშირად ხდებიან საზოგადოებრივი დაძაბულობის სამიზნე და "განტევების ვაცი".

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჯავახეთში კვლავ გამოავლენს ამ რეგიონის რთულ პოლიტიკურ რეალობას. ჩვენ გიჩვენებთ, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები, რა სტრატეგიებს იყენებდა ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად და რა სახის ზეწოლას განიცდიდნენ ადგილობრივები. საინტერესოა, რეგიონში, სადაც 70% კაცების მიგრაციაშია და არა ერთი სოფელი დაცარიელებულია, როგორ დაფიქსირდა წარმოუდგენელი მასშტაბის აქტიურობა არჩევნებზე და პრაქტიკულად ყველა ხმა სახელისუფლებო პარტიამ მიიღო.

რეგიონი, რომელიც ათეული წლებია სამართავად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლანებს აქვთ ჩაბარებული, რეალური არჩევანისა და პოლიტიკური ცხოვრების გარეშე ცხოვრობს. 2024 წლის არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიები ამ რეგიონში პრაქტიკულად არ მუშაობდნენ და სიაში ერთი ეთნიკურად სომეხი წარმომადგენელიც კი არ ჰყავდათ.

ჯავახეთი ისევ გახდა ხმების ბეღელი ხელისუფლებისთვის, რაც ამ რეგიონში დემოკრატიის უკუსვლას და ღრმა კრიზისს აჩვენებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“