ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათწლეულში, საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებელი 59%-ით გაიზარდა, გასულ წელს კი ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის ადამიანი გავიდა.
ამ ვიდეოში მკვლევარი, მეკო ჩაჩავა გვიყვება, თუ რა არის ამ მასშტაბის მიგრაციის გამომწვევი მიზეზები და რა გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, ადამიანების და ოჯახების კეთილდღეობაზე.