[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ვიდეო / რეპორტაჟი

ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლების ბრძოლა ქაოსური მშენებლობის წინააღმდეგ

რატომ იბრძვიან ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლები აქ მიმდინარე მასშტაბური მშენებლობის წინააღმდეგ და რა პრობლემებს შეუქმნის აქ მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივებს?

ვიდეოში მოისმენთ ნატო ალხაზიშვილის მოსაზრებას, რომელიც სწორედ ამ ქუჩის მცხოვრებია და თვლის, რომ აღნიშნული მშენებლობა სერიოზულ ნეგატიურ გავლენებს იქონიებს მიმდებარე გარემოზე და აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე.

შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე 25, 19 და 16-სართულიანი სამი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ყიფშიძის ქუჩის პროექტის მასალების შესწავლიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიას სამშენებლო ნებართვის გაცემისას არ შეუსწავლია სადაო პროექტის გავლენა მიმდებარე ნაგებობებსა და საჯარო სივრცეებზე, სატრანსპორტო გზებსა და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურაზე.

ლინკზე შეგიძლიათ, დეტალურად გაეცნოთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ მასალას, სადაც კითხვაზე პასუხია, თუ რა სახის დარღვევებით მიმდინარეობს აღნიშნული მშენებლობა: https://bit.ly/3Wyf5cL

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“