[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ვიდეო / რეპორტაჟი

პროტესტი უსინათლოთა კავშირში - გიორგი ენუქიძე

გიორგი ენუქიძე უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაანთავისუფლეს.

მის სამსახურში დაბრუნებაზე უსინათლოთა კავშირი უკომპრომისოდ უარს აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი, ერთი შეხედვით, დარღვეულ შრომით უფლებებზე კონცენტრირდება, მისი სათავის ძიება უსინათლოთა კავშირში წლების განმავლობაში შექმნილ მდგომარეობაში უნდა მოხდეს.

გიორგი, ისევე, როგორც პროტესტის სხვა მონაწილეები, მიუთითებენ უსინათლოთა კავშირში არსებულ არადემოკრატიულ მმართველობაზე, ასევე, თანამშრომელთა მიმართ განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაზე. მეტიც, ისინი მიუთითებენ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომელთა გამოძიებაც წლების მანძილზე არ მომხდარა.

უსინათლოთა კავშირში არსებული მრავალშრიანი გამოწვევების გათვალისწინებით, არსებითია, სახელმწიფომ შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, შექმნას ისეთი სივრცე, სადაც ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და უზრუნველყოს შექმნილი კრიზისის დაძლევა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“