საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის გათავისუფლებული დირექტორი, ცირა ვეფხვაძე, დასთან - ლელა ვეფხვაძესთან ერთად, 24-ე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს მიმართავს.
ცირა უსინათლოთა კავშირის მიერ საკუთარი და 11 სხვა პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებს და პოზიციებზე დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. პროტესტს განაგრძობს გიორგი ენუქიძეც, რომელიც უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და რომლის სამსახურში დაბრუნებაზე უსინათლოთა კავშირი უკომპრომისოდ უარს აცხადებს.
ცირა ვეფხვაძემ, გიორგი ენუქიძემ და კულტურის ცენტრის 11-მა გათავისუფლებულმა უკვე მიმართა სასამართლოს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დიდ დროსთანაა დაკავშირებული, რაც გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში ერთადერთ, მინიმალურ, ანაზღაურებაზე წვდომისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავს.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი, ერთი შეხედვით, დარღვეულ შრომით უფლებებზე კონცენტრირდება, მისი სათავის ძიება უსინათლოთა კავშირში წლების განმავლობაში შექმნილ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. პროტესტის მონაწილეები, ისევე, როგორც კავშირის სხვა წევრები მიუთითებენ უსინათლოთა კავშირში არსებულ არადემოკრატიულ მმართველობაზე, ასევე, თანამშრომელთა მიმართ განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაზე. მეტიც, ისინი მიუთითებენ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომელთა გამოძიებაც წლების მანძილზე არ მომხდარა.
უსინათლოთა კავშირში არსებული მრავალშრიანი გამოწვევების გათვალისწინებით, არსებითია, სახელმწიფომ შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, შექმნას ისეთი სივრცე, სადაც ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და უზრუნველყოს შექმნილი კრიზისის დაძლევა.
ინსტრუქცია