[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ინფოგრაფიკა

პროტესტი - რაჭის ტყეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რაჭის ტყეების საკითხზე გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

ჩვენი შეფასებით, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დეტალებით მანიპულირებს და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ლიცენზიის გაუქმების მიზნით პროცესი ჯერ კიდევ მაისიდან მიმდინარეობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წარმოება დაიწყო კომპანიის დაჯარიმების მიზნით, ხოლო ლიცენზიანტის მიერ პირობების შეუსრულებლობა და მისი სანქცირება აუცილებლად ლიცენზიის გაუქმებას არ გულისხმობს.

სინამდვილეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ ლიცენზიის პირობების შესრულებას უწევს მონიტორინგს, საერთოდ არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

ამასთან, როგორც თავად გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებიდან ირკვევა, უშუალოდ ლიცენზიის მოქმედების საკითხზე წარმოება ამ უწყებაში დაიწყო მხოლოდ 13 ნოემბერს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“