საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები.
რამდენიმე წუთის წინ რაჭის ტყეების კერძო პირებზე გადაცემის შესაჩერებლად ორგანიზებულ დემონსტრაციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.გავრცელებული პირველადი ინფორმაციით დაკავებულებს შორის არიან საბა ქერქაძე, გიორგი ხასაია, ვარლამ გოლეთიანი, გელა ქეთელაური და ჟურნალისტი რატი რატიანი.
დაკავებას წინ უძღოდა დემონსტრანტების შეკრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესასვლელთან, სადაც პოლიცია მათ ადმინისტრაციულ შენობასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები დემონსტრანტებს პარკინგის შესასვლელისკენ ამისამართებდნენ და სამინისტროს მთავარი შესასვლელიდან შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
მიგვაჩნია, რომ განსახილველი დემონსტრაციის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც რაჭის ტყეების ტერიტორიაზე სამონადირეო ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელ უწყებასთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაიგეგმა, არსებითია, რომ მოქალაქეებს მიეცეთ შეკრების სწორედ სამინისტროს შენობის წინ გამართვის შესაძლებლობა. პროტესტის ფორმა ამ შემთხვევაში უშუალოდ არის დაკავშირებული პროტესტის შინაარსთან და უკმაყოფილების სწორედ პროტესტის ადრესატის წინაშე გამოხატვა შეკრების თავისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილია.
სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის გამართა არ გამოიწვევდა შენობის ბლოკირებას, მით უფრო, შაბათ დღეს, როდესაც სამინისტრო არ ფუნქციონირებს. ამასთან, დაუშვებელია კარვის გამოყენების შესაძლებლობის ბლანკეტური შეზღუდვა, რომელსაც ბოლო პერიოდში პოლიცია მასობრივად იყენებს. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით განმტკიცებულია შეკრების უფლება და კანონი ადგენს, რომ შეკრების მონაწილეებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ შეკრების ფორმა, დრო და ადგილი. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვის დადგმის აკრძალვას, თუ ის ხელს არ უშლის სავალ ნაწილზე გადაადგილებას. მოცემულ შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული ასეთი პირობები არ ყოფილა.
ამასთან საგანგაშოა, რომ პოლიციამ ადგილზე დააკავა შეკრების ლიდერები და მონაწილეები, რომლებიც ადგილზე მყოფი პირების განმარტებით, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქცევას არ ჩადიოდნენ. როგორც ჩანს, პოლიციის მიზანი შეკრების ლიდერების დაკავება იყო თავად პროტესტის დასუსტების მიზნით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავების მხრიდან სამინისტროს ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას. ამასთანავე, ამ დრომდე გაურკვეველია, რა გახდა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების აქტივისტების დაკავების საფუძველი და სად იმყოფებიან ისინი.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
[1] იხ., გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 37, პარაგრაფი 22.
ინსტრუქცია