საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფსიქოანალიტიკოსი გიგა მამინაშვილი საუბრობს საპროტესტო აქციების დროს მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე და სუბიექტის დესტაბილიზაციაზე, რასაც ადამიანები დარბევის დროს განიცდიან.
„ტრავმატიზმი ეს არის მძიმე ფსიქიკური ზიანი, ვიტყოდი, სუბიექტის დასახიჩრება – ეს ასვამს ინდივიდს დაღს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გზებით იქნეს კომპენსირებული, მაგრამ ტრავმა არის შეუქცევადი. მნიშვნელოვანია, რომ სუბიექტმა ტრავმატიზაციის მომენტში არ დაიჯეროს, რომ ეს არის მისი ბოლო წუთები.
როგორ დავიცვათ თავი დარბევის დროს? ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მზერით, ისევე როგორც სხეულით, ისუნთქოს ღრმად, არ დახუჭოს თვალები, არ დაკარგოს გონება; მზერით დააფიქსიროს რომელიმე ობიექტი – ადამიანი, რომლის გვერდითაც იყო, ან ის საგანი, რომელიც დაინახა. მზერა არის საშუალება, რომლითაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ ობიექტს. ის მოაზრებულია როგორც მშველელი.“
ინსტრუქცია