[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამები პენიტენციურ სისტემაში - კანონმდებლობის ანალიზი

წინამდებარე დოკუმენტი არის საკანონმდებლო ანალიზი, რომელიც მიმოიხილავს იმ პრობლემებს, რაც პენიტენციურ სისტემაში, ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამებით სარგებლობის კუთხით არსებობს.

დოკუმენტში კრიტიკულად არის შეფასებული, პენიტენციური სისტემაში ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო. არსებული რეგულაციები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს, ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის მკურნალობის უწყვეტობას, აიძულებს პროგრამაში ჩართულ პირებს უარი თქვან მკურნალობაზე პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში, აფერხებს ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობას და უგულებელყოფს ქალთა სპეციალურ საჭიროებებს.

პრობლემურია პენიტენციური სისტემაში პროგრამაში ჩართვის, მკურნალობის დასრულების და პროგრამიდან გარიცხვის წესი. პროგრამის იძულებით შეწყვეტას უფრო მეტად აქვს სადამსჯელო ხასიათი, რომელიც არ ითვალისწინებს პროგრამაში ჩართული პირის ინდივიდუალურ სამედიცინო საჭიროებებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ შედეგებს, რაც შეიძლება პირის პროგრამიდან გარიცხვას მოჰყვეს.

დოკუმენტში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, პენიტენციური სისტემაში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების დანერგვის მიზნით.

დოკუმენტი შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

კანონმდებლობის_ანალიზი_(1)_1614586790.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“