[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

ნარკოპოლიტიკის რეფორმის ხედვა

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 50 000 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი (ნიმ) ცხოვრობდა, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 2.23 % შეადგენს.[1] ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.[2] უკვე ათწლეულებია, ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამორჩეულად მკაცრი სასჯელები მოქმედებს, თუმცა, ამას ქვეყანაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელ პირთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში არაინექციური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაც.[3]

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე ჯანდაცვისა და სოციალური გამოწვევების დასაძლევად, საჭიროა გატარდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა. რეფორმა მიზნად უნდა ისახავდეს ნარკოტიკულ დანაშაულებზე არსებული მიდგომის ფუნდამენტურ შეცვლას და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მეთოდებით. ჩვენი ხედვით, ნარკოპოლიტიკის რეფორმამ უნდა მოიცვას სამი ძირითადი მიმართულება:

  • რეპრესიული კანონმდებლობის გადახედვა
  • ჯანდაცვის სერვისების (ზიანის შემცირება, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები, სოციალური ინტეგრაციის მიდგომები) გაუმჯობესება და გაფართოება
  • ნივთიერების მოხმარების პრევენციის სისტემური ხედვის შემუშავება და დანერგვა

რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს ნარკოტიკული დანაშაულების მარეგულირებელი კანონმდებლობის არსებით გადახედვას და სანქციების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას, განსაკუთრებით ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან და პირადი მოხმარების მიზნით ფლობასთან დაკავშირებით. ამასთან, რეფორმის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ/მომხმარებელ პირთა მკურნალობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის განახლებული მოდელი, რომელიც უპასუხებს ნივთიერებების მოხმარებისგან მომდინარე ჯანდაცვისა და სოციალურ გამოწვევებს. ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმის ფარგლებში უნდა დამტკიცდეს სასკოლო დონეზე ეფექტიანი პრევენციული პროგრამების დანერგვისა და გაფართოების გეგმა, რომელიც, ქვეყანის სპეციფიკის, დაგროვებული გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეძლებს არასრულწლოვნებში სოციალური უნარების გაუმჯობესებას და შეაკავებს ან გადაავადებს ამ ჯგუფში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.https://cutt.ly/LeWJBnLShttps://cutt.ly/LeWJBnLS

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის სამივე პრიორიტეტული მიმართულება შემუშავდეს შესაბამის პროფესიულ ჯგუფებთან კონსულტაციის გზით და მათი აქტიური ჩართულობით. ამასთან, რეფორმა უნდა ეყრდნობოდეს ჯანდაცვის, განათლების მეცნიერებებსა და ადამიანის

ნარკოპოლიტიკის_რეფორმის_ხედვა_1745314787.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლის პოპულაციის ზომის განსაზღვრა საქართველოში, 2022, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/KegZL7SP

[2] Degenhardt L, et al. Epidemiology of injecting drug use, prevalence of injecting-related harm, and exposure to behavioural and environmental risks among people who inject drugs: a systematic review. The Lancet Global Health. 2023;11(5):e659-e72. doi: 10.1016/S2214-109X(23)00057-8.

[3] დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში, 2023, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/LeWJBnLS

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“