საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საერთო სასამართლოების მარეგულირებელი კანონმდებლობა სასამართლო სისტემაში დანიშნული მოსამართლის გადაადგილების რამდენიმე სამართლებრივ შესაძლებლობას იცნობს. სასამართლო სისტემაში მოსამართლის პირველადი დანიშვნის შემდეგ, ის შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამისი, ქვემდგომი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში უკონკურსოდ გადანიშვნას თავისი უფლებამოსილების ვადით, დაწინაურებას პირველიდან მეორე ინსტანციის სასამართლოში ან სხვა სასამართლოში დროებით მივლინებას (2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რეჟიმი).
როგორც ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების რამდენიმე ეტაპი განხორციელდა. რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო მოსამართლეთა გადაადგილების საკითხის უკეთ მოწესრიგებას, ცალკეული სამართლებრივი ნორმების დახვეწას, საფუძვლებისა და პროცედურების ხელმისაწვდომობის გაზრდას. წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანია, სწორედ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ახალი საკანონმდებლო გარანტიების ფონზე, აღწეროს და შეაფასოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული პრაქტიკა და გამოკვეთოს, რამდენად შეინიშნება ცვლილებები ან/და შეცვლილი კანონმდებლობის გავლენა სასამართლო ორგანოების საქმიანობაზე.
წარმოდგენილ დოკუმენტში განხილულია მოსამართლეთა გადაადგილებისთვის გამოყენებული სამი ძირითადი სამართლებრივი მექანიზმი და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული მახასიათებლები:
აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმების აქტუალობა და მნიშვნელობა გამომდინარეობს იქედან, რომ მათი თვითნებური და დაუსაბუთებელი გამოყენების შედეგად, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობას, ინდივიდუალური მოსამართლის ავტონომიას და შესაბამისად, მართლმსაჯულების მაძიებელი პირის ინტერესებს. მოსამართლეთა გადაადგილება სასამართლო სისტემაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც კონკრეტულ საქმეზე გავლენის მოხდენის საშუალება ან ცალკეული მოსამართლის მიმართ ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება. აღნიშნულ რისკებს აძლიერებს საერთო სასამართლოებში მოქმედი საქმეთა განაწილების არაჯანსაღი სისტემა.
[scribd id=292036888 key=key-GiYs68v7IVpgz2KnJPnv mode=scroll]
[scribd id=293907143 key=key-Kmqt0qlrWwd6lNc4qLZo mode=scroll]
ინსტრუქცია