[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ანალიტიკური დოკუმენტები

მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს საქართველოში მტაცებლური სესხების პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ხშირად უსახლკარობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევის მიზეზი ხდება.

ანალიტიკური დოკუმენტის - „მოსახლეობა მევახშეების პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები“ ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს მოსახლეობის 92% საკუთარ ბინაში ცხოვრობს, თუმცა არსებული სტატისტიკური მონაცემები საფუძველზე შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებში საკუთარ ბინაში მაცხოვრებელთა პროცენტული წილი მკვეთრად შემცირდება.
  • განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, არასდროს იზღუდებოდა მევახშეური საქმიანობა, პერიოდული რეგულირების საგანს მხოლოდ სასესხო ხელშეკრულებებში საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენდა.
  • დაკრედიტების მზარდ სტატისტიკაში ჩანს კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი და შეუბოჭავი ძალაუფლება, რომ დაეუფლონ იპოთეკით დატვირთულ ქონებას. ისინი ბოროტად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობითა, გამოუცდელობით თუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობით.
  • მტაცებლურ პრაქტიკებს ხელს უწყობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩავარდნები.
  • პრობლემაა ე.წ. თვალთმაქცური პირობები უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებში როგორიცაა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, ნასყიდობისა. მტაცებლურ პრაქტიკებს აადგივლებს იპოთეკის ხელშეკრულებების აღსრულება სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე - მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ე.წ. შუამავალი სუბიექტების არსებობა მსესხებელსა და მევახშეს შორის, მევახშეების მიერ სახლის ბინადრების მოტყუებით სახლიდან გამოყვანა და დალუქვა და სხვა.
  • მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ზეწოლა და შევიწროვება ბანკებში არსებული „პრობლემური აქტივების მართვის“ ბიუროებისა და კერძო აღმასრულებელთა მხრიდან, რომლებიც სრულად მოითხოვენ მსესხებლებისგან მათ ხელთ არსებული კაპიტალის რეალიზებას. გაპრობლემებური სესხის გამო ადამიანებს გამუდმებით ავიწროებენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ აღმასრულებელები.
  • უძრავი ქონების რეალიზება იძულებითი აუქციონების საშუალებით ხდება, რაც ქონების ე.წ. სპირალისებულ გაუფასურებას იწვევს. გაყიდული ქონების ბევრ შემთხვევაში, მყიდველები თავად კრედიტორები არიან.
  • სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების სოციალურ შედეგთა შორისაა: გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, გაუარესებული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, სუიციდი, ემიგრაცია, ოჯახების დისინტეგრაცია და კონფლიქტები. ამასთან, საბაზრო ძალაუფლების გადამეტების მსხვერპლები ხშირად ხდებიან ქალები, ვისაც ოჯახის წევრებს შორის ყველაზე ნაკლები ეკონომიკური აგენტობა და ცნობიერება აქვთ, ან მარტოხელა ქალები ვის ოჯახშიც მამაკაცმა დატოვა მძიმე საკრედიტო ისტორია.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით, პროექტის - „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების - შრომის, დასაქმებისა და უსახლკარობის პოლიტიკების პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა.

მოსახლეობა_მევახშეობის_პირისპირ_1590066383.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“