[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი: გამოწვევები და პერსპექტივები

ბოლო ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ქართული სასამართლო კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი შესაძლებლობა იყო ძირეული ცვლილებებისთვის. რეფორმის საწყისი ეტაპები, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, დადებითად ხასიათდებოდა. თუმცა, 10 წლის თავზე, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მთლიანობაში, შესაძლოა, შეფასდეს სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის ფასადურ მცდელობად, რომელმაც ვერ შეძლო ქართული კონტექსტისთვის მთავარ გამოწვევასთან - სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალურ გავლენებთან - გამკლავება. მეტიც, რეფორმების განხორციელების პროცესში, პოლიტიკურმა სისტემამ ვერ უერთგულა სასამართლოს დემოკრატიულად გარდაქმნის პრინციპულ მიზნებს და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში დათმობაზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ გავლენიან ჯგუფებთან. ამ პროცესმა, სასამართლო სისტემაში თანდათანობით ხელი შეუწყო განსხვავებული აზრის ჩახშობას და კორპორატივიზმის გაძლიერებას, და როგორც მთლიანად სასამართლო, ისე ინდივიდუალური მოსამართლეები, შიდა დამოუკიდებლობის კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა.

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოვლინებად იქცა 2018-2021 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, რომელიც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტისა და კრიტიკული საერთაშორისო შეფასებების ფონზე წარიმართა. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად დააზიანა სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა როგორც საზოგადოებაში, ისე ადგილობრივ სამოქალაქო  და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებში. ობიექტური კრიტიკის მიღების და კონკრეტული ზომების გატარების ნაცვლად, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთი მძიმე ნაბიჯი გადადგა  და დაჩქარებული წესით, საზოგადოების ჩართულობის და მოსამართლეებთან კონსულტაციების გარეშე  მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც, ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შემცირების პარალელურად, კიდევ უფრო გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება. შესაბამისად, გაძლიერდა სისტემაში არსებული შიდა კორპორატივიზმი და არაფორმალური გავლენებიც. ამ ცვლილებებმა განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ვენეციის კომისიის მხრიდან. მოსამართლეთა ნაწილმა კი, ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

სიტუაციის გაუარესების პარალელურად, სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაიზარდა საერთაშორისო დონეზეც. კერძოდ, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, საქართველომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული არაფორმალური გავლენების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციები მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგან (რომლის რეკომენდაციებშიც პირდაპირ არის ნახსენები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი) და სხვა სახელმწიფოებისგან.[1] ვენეციის კომისიამ, 2020 წლის დასკვნაში საგანგებოდ მიუთითა, რომ ქართული მართლმსაჯულების გამოწვევები არაორდინალურია და მოითხოვს ძალიან მაღალი ხარისხის გამჭვირვალობას (ისეთს, რომელიც, შესაძლოა, სხვა ქვეყნების სასამართლოებისგან არც იყოს მოსალოდნელი).[2] 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას კი, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ განგრძობადი და ფართოდ გავრცელებული ბრალდებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმის და პირადი ინტერესების დომინირების თაობაზე, შესაძლოა, აზიანებდეს საზოგადოებრივ ნდობას მართლმსაჯულების მიმართ. შესაბამისად, ეს პრობლემა სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს.[3] სასამართლოში არაფორმალური გავლენების პრობლემაზე აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშსა[4] და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების აღსრულების მონიტორინგის ანგარიშშიც.[5]

შედეგად, ხანგრძლივი და ტალღებად გაწერილი რეფორმების დაწყებიდან 10 წლის მიუხედავად, სასამართლო იქცა ჩაკეტილ, მონოლითურ ინსტიტუციად, სადაც სულ უფრო ნაკლებად ისმის განსხვავებული აზრი და რეალური, საგნობრივი დისკუსია. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერიდებიან აქ არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მის ხელთ თავმოყრილი გადაჭარბებული ძალაუფლების პირობებში, თავად იქცა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შემცველ უმთავრეს ინსტიტუტად, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სერიოზულ კრიზისს განიცდის. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების სისტემური შეფასება და შესაძლო გამოსავლების ძიების საკითხი, კვლავაც აქტუალურია.  

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, სასამართლო სისტემის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული იმ ძირითადი პრობლემების გამოვლენა და გაანალიზება, რომლებიც მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, წლებია, იკვეთება. შეფასება არ მოიცავს მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ ყველა პრობლემას, რომელთა ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია. ის ყურადღებას ამახვილებს საკვანძო საკითხებზე სასამართლო სისტემის ადმინისტრირების, ინდივიდუალურ მოსამართლეთა კარიერისა და დამოუკიდებლობის გარანტიების, სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით. სწორედ ეს პრობლემები უწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში ძალაუფლების თავმოყრასა და არაფორმალური გავლენების გაძლიერებას.  

ძირითადი გამოწვევები:

კორპორატივიზმი და არაფორმალური გავლენები - სასამართლო სისტემაში, თვითმმართველობისა და ადმინისტრირების ორგანოების საქმიანობას პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს და სასამართლოს შიდა ერთიანობის დემონსტრირებისთვის გამოიყენება. არსებული ინსტიტუციური მოწყობა ნაკლებად ახალისებს სასამართლოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობასა და საგნობრივ დისკუსიებს. მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, ძირითადად, ერთი და იგივე - გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები აირჩევიან/ინიშნებიან და სისტემაში მყოფ სხვა მოსამართლეებს სასამართლოს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვთ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჭარბი ძალაუფლება - საბჭო სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას და თანაც იმგვარი წესით, რომელიც ამ პროცესში არამოსამართლე წევრების ქმედით ჩართულობას და, შესაბამისად, ეფექტიან საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. მაგალითისთვის, სწორედ საბჭოა დიდწილად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაზე. თუმცა მისი გადაჭარბებული გავლენა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და მოსამართლეთა კარიერის განმსაზღვრელ საკითხებზე, აბრკოლებს სისტემაში ახალი კადრების შედინებას. საბჭოს დაუბალანსებელი ძალაუფლება აგრეთვე ხელს უშლის სასამართლოში ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და მოსამართლეთა რეალურ თვითმმართველობას.  

ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები - სერიოზული გამოწვევაა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები და მათი გამოყენების პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო გაუარესდა. 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით განსაზღვრული მოსამართლეთა მივლინების ახალი წესი, დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში მოსამართლის საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების შესაძლებლობა და დისციპლინური გადაცდომის ახალი, ბუნდოვანი მოწესრიგება - კიდევ უფრო ზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკებს და საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვის თავისუფლებას. დამატებით, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის არასრულფასოვნად ამოქმედება და მოსამართლეთა არათანაბარი დატვირთულობა სისტემის არასათანადოდ გამოყენების და ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზეწოლის დამატებით ბერკეტებს ქმნის. პრაქტიკაში კი, მოსამართლეები ეფექტიანად არ ერთვებიან სასამართლოს თვითმმართველობაში, რისი მკაფიო მაგალითიც მოსამართლეთა კონფერენციებია. ბოლო წლებში ჩატარებულ კონფერენციებზე, რომლებზეც სასამართლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, არათუ განსხვავებული აზრი არ გამოითქმებოდა მოსამართლეების მხრიდან, არამედ შეკითხვებიც კი არ ისმებოდა წარმოდგენილი კანდიდატებისა თუ მათი ხედვების თაობაზე. 

სისტემის გაუმჭვირვალობა და დაბალი ანგარიშვალდებულება - დღევანდელი სასამართლო სისტემის ჩაკეტილობისა და გაუმჭვირვალობის ნათელი გამოვლინებაა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის სტანდარტი დაადგინა, დღემდე აღუსრულებელია. ამგვარი პრაქტიკა მნიშვნელოვნად არღვევს სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პრინციპებს,  აბრკოლებს საზოგადოების თუ დაინტერესებული პირების მხრიდან სასამართლოს პრაქტიკის კვლევას, ართულებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შინაარსობრივ კრიტიკას და, საბოლოოდ, ამცირებს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას.

მართლმსაჯულების_რეფორმა_GEO_1684843236.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Universal Periodic Review – Georgia, 26 January, 2021, (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3KTtDAE; წვდომის თარიღი: 12.04.2023).

[2] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), OPINION ON THE DRAFT ORGANIC LAW AMENDING THE ORGANIC LAW ON COMMON COURTS Adopted by the Venice Commission at its 124th online Plenary Session (8-9 October 2020), Para. 18. (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xmLDMs; წვდომის თარიღი: 12.04.2023).

[3] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), OPINION ON THE DECEMBER 2021 AMENDMENTS TO THE ORGANIC LAW ON COMMON COURTS, Adopted by the Venice Commission at its 131st Plenary Session (Venice, 17-18 June 2022), Para. 60. (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xiKCF0; წვდომის თარიღი: 12.04.2023).

[4] 2021 Country Reports on Human Rights Practices: Georgia, 2021, (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3XuVES8; წვდომის თარიღი: 12.04.2023).

[5] Association agreement between the EU and Georgia, European implementation assessment, issued by EPRS | European Parliamentary Research Service, 2022, p. 39. (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3RYRoZZ; წვდომის თარიღი: 12.04.2023).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“