[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / პრაქტიკული სახელმძღვანელო

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კვლევის მეთოდოლოგია

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მეთოდოლოგიურ ჩარჩოს ყველა იმ სტრუქტურული ფაქტორის შესასწავლად, რომლებიც ხელს უშლიან ინდივიდებს მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე წვდომაში.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა მოიაზრებს ადამიანის/პირთა ჯგუფის შესაძლებლობას, მიაღწიოს სამართლებრივი პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას და დაიცვას საკუთარი ინტერესები ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იურიდიული დახმარებაა, თუმცა ამის მიღმა, აუცილებელია განისაზღვროს მოსახლეობის და კონკრეტული ჯგუფების სოციალური საჭიროებები და ის სტრუქტურული საკითხები, რომლებიც, შესაძლოა, პრობლემის სათავეც იყოს და მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნიდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით (სიღარიბე, უთანასწორობის მაჩვენებელი, მოსახლეობის ჰომოგენურობა/ჰეტეროგენურობა ეთნიკურობის ნიშნით, ოჯახის სტრუქტურა, განათლების დონე თუ სხვ.).

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერებთან დაკავშირებით მრავალი კვლევაა ჩატარებული, ეროვნულ კონტექსტთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია და ერთიანი სურათი აქამდე არ არსებულა. დღემდე, საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობა კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და ბარიერებზე აქცენტით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც, ერთიანი სურათის შესაქმნელად, აუცილებელია სათანადო მეთოდოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენებით ყველა იმ ბარიერის გამოკვეთა, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყანაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხარისხზე.

მეთოდოლოგიის დოკუმენტი მომზადებულია EWMI-PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ინსტიტუციური, საკანონმდებლო და სხვა სახის ბარიერების გამოვლენისა და მათი დაძლევისათვის რეკომენდაციების შეთავაზების გზით.

მართლმსაჯულებაზე_ხელმისაწვდომობის_კვლევის_მეთოდოლოგია_1627550246.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“