საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია ქვეყანაში მოსმენების მექანიზმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და მოქალაქეების ტოტალური კონტროლი.
არაეფექტიანია დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა აზღვევდეს ადამიანის უფლებებში უხეშ ჩარევას. კანონმდებლობა ზოგ შემთხვევაში ბუნდოვანია, ხოლო საგამოძიებო და კონტრდაზვერვითი უწყებების უფლებამოსილება ჭარბი.
კვლევა აჩვენებს, რომ მთავარ გამოწვევებად რჩება უსაფრთხოების სამსახურებზე პოლიტიკური გავლენა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები, რომლებსაც ვერ აზღვევს მოქმედი კანონმდებლობა. პრობლემურია სასამართლო ზედამხედველობის ეფექტიანობა და ჭარბი ძალაუფლება უსაფრთხოების სამსახურების ხელში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაღალია სასამართლოების მიერ თვალთვალის შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსამართლეები მიდრეკილნი არიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გაზიარებაზე ისე, რომ, ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ ინფორმაციის გადამოწმების ან ალტერნატიული წყაროს მოძიების შესაძლებლობა.
ინსტრუქცია