[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ფოტო

ქალაქი ფოთი - ფოტოპროექტი

ფოტოების ავტორი: ჰურიე აბაშიძე

ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ისევე როგორც მყარი ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ადგილობრივებს უკვე დიდი ხანია აწუხებთ.

განსაკუთრებით მძიმე პირობებია იმ უბნებში, რომლებიც უშუალოდ კვეთს საწარმოო ზონას. მაგალითისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლი მეტალურგიული ქარხნიდან სულ რაღაც 145 მეტრითაა დაშორებული.

საწარმოების საცხოვრებელ ზონებთან სიახლოვე და სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემა, რომელიც ინდუსტრიული ობიექტების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, უკიდურესად უარყოფითად აისახება ადგილობრივების ცხოვრების ხარისხზე და ჯანმრთელობაზე.

ფოთში ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე და დაგეგმარების ჩავარდნებზე ვრცლად იხილეთ ჩვენს დოკუმენტში: https://shorturl.at/eqRW3

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“