[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

ისტორიული პროცესების გავლენა მუსლიმ თემზე აჭარაში

სოფელ გოგაძეების და დღვანის მეჩეთების მოხატულობა

შესავალი

დღევანდელი აჭარა საქართველოს ავტონომიური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. ავტონომიის სტატუსი რეგიონმა ათათურქისეულ თურქეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის გაფორმებული ყარსის ხელშეკრულებით მიიღო. თუმცა, ამ შეთანხმების არსებობა განაპირობა მთელი რიგი პროცესების, ჯგუფების თუ პირების მოქმედებამ. ეს სამართლებრივი აქტი, მოგვიანებით, არაერთი აკადემიური, სოციალური თუ პოლიტიკური პროექტისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. თუმცა, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არა ამ „ფაქტის” წარმომავლობაზე ან მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე, არამედ იმ მომენტზე, თუ როგორ ახორციელებდა სხვადასხვა რეჟიმი ამ რეგიონში სხვადასხვა „შემაკავებელ” პროექტს (რომელის ერთ-ერთ სახესაც ავტონომია წარმოადგენდა). ისინი მიმართული იყო კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურული თუ სხვა მიზნების რეალიზაციისკენ; და, ამ პროცესებში, რეგიონი განიხილებოდა არა როგორც ათვლის, ან პროექტების საბოლოო წერტილი, არამედ ის სხვადასხვა მიზნის შუალედურ და შესაბამისად, კონტროლირებად (გასაკონტროლებელ) არეალს წარმოადგენდა. სხვადასხვა პერიოდში, ეს “პროექტები” განსხვავებული „ინსტრუმენტებით” ხორციელდებოდა, თუმცა, ყველა ეტაპზე, რამდენიმე საერთო ხაზის გამოვლენაა შესაძლებელი. აქ, ამ თემის წარმოჩენას შევეცდებით ერთი თემის კონტექსტში - მუსლიმური თემი. სტატიის ძირითადი მიზანია, წარმოვაჩინოთ მუსლიმური თემის ისტორია, აჭარაში მისი გაჩენიდან დაწყებული (ოსმალეთის პერიოდი), საბჭოთა პერიოდის ჩათვლით. ამავდროულად, ყურადღება გამახვილებული იქნება ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ა.შ.), რომელიც ამ თემზე ახდენდა გავლენას.

მუსლიმი_თემი_აჭარაში_01_1551697245.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“