[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომლის საგაფიცვო მოთხოვნებს

2022 წლის 13 იანვარს სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომელმა კანონმდებლობის მოთხოვნების ყველა პროცედურის დაცვით დამსაქმებელს წერილობით აცნობა, რომ 3 დღეში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ და საკუთარ შრომით მოვალებებს, კანონიერი მოთხოვნების შესრულებამდე აღარ შეასრულებენ. ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები და სააგენტოს თანამშრომლებისთვის შექმნას ღირსეული შრომის პირობები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მდე დასაქმებულმა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალსიწინებული უკიდურესი ზომა – გაფიცვა გადაწყვიტა.

დასაქმებულთა მოთხოვნები, გაწეული სამუშაოს ტარიფებისა და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას უკავშირდება. ამასთან, კოლექტიური დავის მონაწილენი დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე) არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას მოითხოვენ.

2021 წლის 23 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს 246-მა თანამშრომელმა დამსაქმებელის მიმართ 11 პუნქტიანი მოთხოვნა წარადგინა ხელფასის ზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით და კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო. მედიაციის პროცესში მათ ინტერესებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – სოლიდარობის ქსელი წარმოადგენდა. დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე მედიაციის პროცესი, რომელსაც სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მინიმალური მოთხოვნები და საჭიროებები მოლაპარაკებების გზით უნდა დაეკმაყოფილებინა სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული არაერთი დაპირების მიუხედავად, რაც სააგენტოს შესაძლო რეორგანიზაციასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდებოდა, დასამქებულთა შრომითი პირობები დღემდე უცვლელი რჩება. ამასთან, მინისტრის ცვლილებასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ პროტესტის მონაწილეებთან კომუნიკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული პირების მდგომარეობა უკიდურესად მოწყვლადია. ისინი დიდი ხანია საუბრობენ დაუცველ და მძიმე შრომით პირობებზე, მიზერულ ანაზღაურებასა და დარღვეულ შრომით უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში არსებული შრომით მდგომარეობა 2021 წლის ივნისში შრომის უფლებებზე ზედამხედველმა ორგანომ, შრომის ინსპექციამ შეამოწმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთი მნიშნველოვანი დარღვევა დაუდგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს არსებული დარღვევების გამოსასწორებლად 6 თვიანი ვადა მიეცა, თუმცა სოციალური აგენტები აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების შემდეგ მათ შრომითი მდგომარეობა მინიმალურადაც კი არ გამოსწორებულა. მეტიც, ინსპექციის მიერ აღმოჩენილი ერთერთი მთვარი დარღვევა სააგენტოში არსებული ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებების უკანონო პრაქტიკა იყო. სამწუხაროდ, აღნიშნული პრაქტიკა დღემდე გრძელდება, სოციალური აგენტები კვლავ ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებებით საქმდებიან, რაც მნიშნველოვნად არღვევეს შრომის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ღირსეული შრომის პოლიტიკის დანერგვის მთავარი ინიციატორი და ზედამხედველი უნდა იყოს, ვალდებულია, საკუთარ სისტემაში დასაქმებულ თითოეულ პირს შეუქმნას შრომის კანონმდელობის შესაბამისი სამუშაო გარემო, უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვა და მაქსიმალურად სწრაფად დააკამყოფილოს დასაქმებულთა კანონიერი მოთოხვნები.

ღირსეული შრომის პლატფორმა მხარდაჭერას უცხადებს სოციალიური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულებს და სრულად იზიარებს მათ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობას.

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“