[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

სოცმომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და თანამშრომლებს შორის შრომითი მედიაციით გათვალისწინებული ვადა დღეს იწურება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ელოდებიან შემოთავაზებებს შრომის გაუმჯობესებული პირობების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულები საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად იძულებულნი იქნებიან, დაიწყონ გაფიცვა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დიდი ხანია საუბრობენ მძიმე სამუშაო პირობებსა და შრომითი უფლებების დარღვევებზე. მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს 246-მა თანამშრომელმა დამსაქმებლის მიმართ კოლექტიური დავა დაიწყო და 11-პუნქტიანი მოთხოვნა წარადგინა.

დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნები არსებული სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას, გაწეული მომსახურების ტარიფებისა და ანაზღაურების გაზრდას, აგრეთვე კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული შრომითი დარღვევები მიმდინარე წლის ივნისში შრომის ინსპექციის ინსპექტირებების შედეგებმაც დაადასტურა. სამწუხაროდ, შრომის სამინისტრო, რომლისგანაც საზოგადოებას შრომითი უფლებების ღირსეული სტანდარტების დაწესების მოლოდინი აქვს, როგორც დამსაქმებელი, თავად ვერ უზრუნველყოფს შრომითი კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და იზიარებს მათი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“