საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სარეკომენდაციო კონცეფცია აანალიზებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას, კონვენციით განსაზღვრულ, ძირითად უფლებებთან მიმართებაში, ავლენს საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარ ხარვეზებს და განსაზღვრავს კონვენციის მოთხოვნებთან თანხვედრი ცვლილების შესაძლო მიმართულებებს.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია შეაფასოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა კონვენციასთან შესაბამისობის ანალიზის გზით და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შეიმუშავოს UNCRPD-ის დანერგვის რეკომენდაციო კონცეფცია.
„გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი - კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფცია“ მომზადდა პროექტ ,,გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ინსტრუქცია