[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / ანალიტიკური დოკუმენტები

ერთი წელი მარტის აქციებიდან

თამარ ფაჩულია 

შესავალი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ,,უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებიდან ერთი წელი გავიდა. მარტის მოვლენებმა ხელისუფლების ანტიდასავლური და კრიტიკული აზრის ჩახშობისკენ მიმართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ინიციატივა დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების მარგინალიზებასა და მათ მტრებად, “უცხოებად” მონიშვნას ისახავდა მიზნად. მმართველმა გუნდმა, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ხელისშემლელ ინიციატივას დაუჭირა მხარი. მეორე მხრივ, ძალადობრივი მეთოდებითა და არაპროპორციული საშუალებებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. უპრეცედენტო საერთაშორისო კრიტიკა და ადგილობრივი ორგანიზაციების პროტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი კანონპროექტის გასაწვევად. ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც პარლამენტის წინ რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები მოეწყო და ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვითარება და არსებითი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მშვიდობას. 

კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ბოლო ერთი წლის მანძილზე აქტიურად გაგრძელდა თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე[1] და ორგანიზებული ფორმა მიიღო ხელისუფლების ჭარბმა აგრესიულმა რიტორიკამ ცალკეული აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ.  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საპროტესტო აქციებზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით პოლიციის მასშტაბური დაკავებების თვითნებური პრაქტიკა კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა.[2] იმ ფონზე, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აგრძელებენ კანონის იდეის მხარდაჭერას მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის გზით,[3]  ერთი წლის შემდეგ ამ მოვლენების ანალიზი კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალური რჩება.

დოკუმენტის მიზანია, მოკლედ შეაჯამოს მარტის აქციებზე მიმდინარე მოვლენები, გააანალიზოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობასთან დაკავშირებით და განიხილოს ისინი საერთაშორისო სტანდარტების კონტექსტში.

დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში.

ერთი_წელი_მარტის_აქციებიდან_1709795498.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი- საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება - 29.05.2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qwMXpSvX

[2] იგივე პრაქტიკა მარტის შემდეგ გამოვლინდა არაერთ საპროტესტო აქციაზე (აქცია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოთხოვნით - 2023 წლის მაისში; უფლებადამცველების საპროტესტო ცარიელი ფურცლებით - 2023 წლის ივნისში; საზოგადოებრივი პროტესტი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით - 2023 წლის აგვისტოში, რაჭის ტყეების დაცვის აქციები - 2023 წლის ნოემბერში, გამოსახლების წინააღმდეგ აქცია  - 2024 წლის იანვარში და სხვ.)

[3] On.ge – „პარლამენტის თავმჯდომარე ისევ რუსულ კანონს იცავს და სტრატეგიულ პარტნიორებს "რადიკალიზმის ალაგმვაზე" აკისრებს პასუხისმგებლობას. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IwMXocmP

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“