[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

EMC: დაუშვებელია ჰესების ფორსირებულ რეჟიმში მშენებლობა

ფოტოს წყარო: კახეთის ხმა

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეაჩეროს ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების აგრესიული პოლიტიკა და არ გამოიყენოს შექმნილი კრიზისული ვითარება ამ პრობლემური პოლიტიკის დაჩქარებისთვის.

სამწუხაროდ, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაში, ჰესების მასიური მშენებლობისა და ექსპლუატაციის მასშტაბურ პროგრამას, რომელთან დაკავშირებითაც ეკონომიკური, სამართლებრივი, გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლეგიტიმური კრიტიკა არსებობს,[1] სახელმწიფო არათუ კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს, არამედ კიდევ უფრო ფორსირებულ რეჟიმში აგრძელებს. ამას ადასტურებს კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაცემა, ისევე, როგორც პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ნენსკრას, ხუდონისა და ნამახვანის პროექტების აუცილებლობაზე.[2]

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, ინვესტორებთან 200-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული, ხოლო მუშაობა 120-მდე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის, განვითარების სტრატეგია ან/და გეგმა, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის ჰიდრორესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს. ამის გამო, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურობას ადასტურებს 2018 წელს მომზადებული მსოფლიო ბანკის კვლევაც, რომელიც დაგეგმილი ჰესების ეკონომიკურ შედეგებს განიხილავს და ასკვნის, რომ რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, მათ შორის ნენსკრასა და ნამახვანის შემთხვევებში, დადებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები მინიმალური დანახარჯებით ოპტიმალური ენერგომიწოდების უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ და ზედმეტ ფისკალურ და სატარიფო წნეხს ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ ჰესებთან დაკავშირებით მარტივი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც კი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებების დიდ ნაწილს კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, საზოგადოებას აღნიშნულ დოკუმენტებზე წვდომა და საჯარო კონტროლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ამ ხელშეკრულებების შინაარსი მოსახლეობისთვის მხოლოდ ფრაგმენტულად, მედიაში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული დოკუმენტების დახურულობა საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, თვითნებური გადაწყვეტილებისა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით.

ამასთან, 2018 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად აუცილებელ საფეხურებად  სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურა განისაზღვრა. აღნიშნული მოწესრიგება, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ერთი მხრივ, ემსახურება გარემოსდაცვით შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის მკვეთრ ჩარჩოებში მოქცევას, გზშ-ანგარიშების მოსამზადებლად გამოსაკვლევი ასპექტების წინასწარ სრულად დამუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების, დაინტერესებული პირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას. მიუხედავად მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგებისა, სკრინინგის და სკოპინგის პროცედურები, მიმდინარე მანკიერი პრაქტიკის გამო, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ნამახვანი ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება აღნიშნულის ნათელი ილუსტრაციაა. სახელმწიფომ საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის ჩართულობის უზრუნველყოფის ნაცვლად, პროექტის საჯარო განხილვა, უშუალოდ საპროექტო არეალიდან თითქმის 50 კმ-ით დაშორებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც დაინტერესებული საზოგადოების რელევანტური და კრიტიკული შეკითხვები, დიდ წილად, პასუხგაუცემელი დარჩა[3]. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ნამახვანი ჰესის დეველოპერი კომპანიიის მიერ სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები არ ჩატარებულა, სამინისტრომ ნამახვანი ჰესზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს მაინც გასცა. აღნიშნული პრაქტიკა, მკაფიოდ უსვამს ხაზს სავალდებულო პროცედურის ფორმალურ ხასიათს და მწვავედ მიუთითებს კანონმდებლობის სათანადოდ აღსრულების პრობლემებზე.

თავის მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის უპირველესი მიზანი, დაგეგმილი საქმიანობის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასებაა[4]. საქმიანობის ნებისმიერი განმახორციელებელი ვალდებულია, სრულად და ყოვლისმომცველად შეისწავლოს საქმიანობის შესაძლო გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებზე, მათ შორის ზეგავლენა როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური სარგებლიანობის თუ ზიანის კუთხით.[5] უნდა შეფასდეს გავლენის ხარისხი, მისი შემარბილებელი თუ აღმოფხვრელი ღონისძებები და ანგარიშში ადგილობრივი კონტექსტის სრული სურათი წარმოჩნდეს. სახელმწიფომ, მხოლოდ მსგავსი სახის, დეტალურად შესწავლილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს საქმიანობის განხორციელებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კრიტერიუმები და სტანდარტები იქნა დადგენილი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ როგორც დეველოპერი, ისე სახელმწიფო ხშირად უგულებელყოფს აღნიშნულ სტანდარტებს.

ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშები მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდება. ანგარიშებში სუსტადაა წარმოდგენილი ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებზე საქმიანობის ზეგავლენის შეფასება, სათანადოდ შემარბილებელი და სოციალური უზურნველყოფის ღონისძიებები.  მაგალითად, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიც, ნენსკრაჰესი და ხუდონჰესია, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საჯარო რესურსებით სარგებლობის უფლებებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ. იმ ფონზე, როდესაც თავად გზშ-ანგარიშები აღიარებენ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ტყისა და მიწის რესურსებისთ ინტენსიურ სარგებლობას და როდესაც პროექტების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნულ რესურსებზე წვდომა ადგილობრივ მოსახლეობას დროებით ან, ხშირ შემთხვევაში, სამუდამოდ ეკარგება, ანგარიშებში წვდომის გაქრობა უმნიშვნელო ზეგავლენად არის შეფასებული. შესაბამისად, მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენის სათანადოდ შემარბილებელი ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის. ასევე არ გვხვდება ტრადიციული საკუთრების ფორმების, სათემო მიწის ნაკვეთებისა და ტყეებზე ზეგავლენის სათანადო შეფასება.

ასევე, ხშირია სახელმწიფოსა და საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მხრიდან სხვადასხვა მექანიზმებით ადგილობრივების სამართლიანი პროტესტის შეზღუდვა. მაგალითად, სვანეთში მიმდინარე ჰესები მშნებლობის მოწინააღმდეგე სამი აქტივისტი მესტიის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების, დიდი ალბათობით, სწორედ ჰესებთან დაპირისპირების გამო.[6] იმ შემთხვევაში, თუ პოსტ-კრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური განვითარების კუთხით სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰიდრორესურსების ათვისება იქნება, აქტივისტების და ჰესების მშენებლობით უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსი შევიწროებისა და ზეწოლის რისკიც გაიზრდება.

გაუმჭირვალე პრაქტიკის, საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობის, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფის და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობის პირობებში, საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსები და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება.

დღეს, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კრიზისის პიროებებში, როცა ხელისუფლება ფისკალური წნეხის ქვეშ ექცევა, იზრდება იმის რისკი, რომ ის ბუნებრივ რესურსებს, პრივატიზაციისა და აგრესიული ათვისების პოლიტიკით, ეკონომიკის მოკლევადიანი სტიმულირებისთვის გამოიყენებს. ამიტომ, შექმნილ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები უნდა იმართებოდეს გრძელვადიანი მდგრადობის, სოციალური სამართლიანობისა და საყოველთაო კეთილდღეობის პრინციპების მიხედვით. დაუშვებელია მოკლევადიანი ფისკალური სტიმულირებისთვის ბუნებრივი გარემოსა და რესურსების გრძელვადიანი სტაბილურობისა და თვიდმყოფადობის ეჭვქვეშ დაყენება.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • არ გამოიყენონ შექმნილი კრიზისული ვითარება ჰიდრელექტრორესურსების მაქსიმალური ათვისების ხარვეზიანი პოლიტიკის ფორსირებისთვის;

გარდა ამისა:

  • შეიმუშავონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია;
  • აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა;
  • უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]https://emc.org.ge/ka/products/hesebis-mshenebloba-svanetshi-da-misi-zegavlena-adamianis-uflebebze

[2] https://1tv.ge/news/giorgi-gakharia-yvela-biznesmens-visac-sheudzlia-sheqmnas-adgilobrivi-warmoeba-titoeuls-me-da-mtavroba-daudgeba-gverdshi/

[3] https://emc.org.ge/ka/products/gantskhadeba-namakhvanis-hesebis-kaskadis-proektis-garemoze-zemokmedebis-shefasebis-angarishis-sajaro-gankhilvis-kanondarghvevebit-chatarebis-shesakheb

[4] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 2, ნაწილი პირველი, „ა“ ქვეპუნქტი

[5] გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 2, ნაწილი პირველი, „დ“ ქვეპუნქტი

[6] https://emc.org.ge/ka/products/emc-m-saghlianis-sakme-saapelatsio-sasamartloshits-moigo

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“