[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC-მ მანანა საღლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 30 ივლისს დაასრულა მანანა საღლიანის სარჩელის საფუძველზე დაწყებული შრომითი დავის განხილვა და ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მანანა საღლიანის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაავალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა იმავე თანამდებობაზე და დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლოში მანანა საღლიანის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენდა. მანანა საღლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ საქმიანობდა. ის სამსახურიდან 2018 წლის 29 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

მანანა საღლიანი სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. მოსარჩელე მისი გათავისუფლებას, სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მის აქტიურობას უკავშირებდა. მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღვოდა მესტიის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, რომლის დროსაც, სამსახურიდან ასევე გათავისუფლდნენ მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები - ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი, რომელთა ინტერესებსაც სასამართლოში ასევე EMC იცავს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“