საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამართა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. პროექტი 433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად, გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის - ტვიშის მიკროზონას.
სამინისტრომ 20 დეკემბერს გამართული საჯარო განხილვისას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, უხეშად დაარღვია საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“[1], „საჯარო განხილვის წესის“ [2] და ორჰუსის კონვენციის [3] მოთხოვნები. დარღვევები დაფიქსირდა როგორც საჯარო განხილვის ორგანიზების, ისე თვით განხილვის მიმდინარეობისას.
სამინისტრომ საჯარო განხილვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გამართა ქალაქი წყალტუბო ზემოქმედების ქვეშ მყოფი სოფლებიდან დაახლოებით 50 კმ-ითაა დაშორებული. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, „საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე“. წყალტუბოში მოსახვედრად, აღნიშნული პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის დიდ ნაწილს სულ მცირე 2-3 საათი სჭირდება. ამ სოფლებიდან განხილვის ადგილამდე მისვლა საჯარო ტრანსპორტით შეზღუდულია.
დაუშვებელია, რომ სამინისტრო საჯარო განხილვის ერთადერთ ადგილად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობას მიიჩნევს, როცა უშუალოდ საპროექტო არეალის სოფლებში რამდენიმე ადმინისტრაციული შენობაა, მათ შორის, სკოლა და ბაღი, ხოლო დასწრების ინტერესი - მაღალია. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მოსახლეობას განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა შეეზღუდა. ამავე პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განხილვაზე იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები, მათი თანდასწრებითაც გაგრძელდა დარღვევები. კერძოდ, ხელოვნური დაბრკოლებები შეექმნათ განხილვაზე დასწრებით დაინტერესებულ პირებს, დამსწრეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, შეხვედრაზე პასუხები არ გაეცა კრიტიკულ კითხვებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ წარმოადგინა საკუთარი პოზიცია პროექტთან დაკავშირებით და ვერ უპასუხა მოსახლეობის და ექსპერტების დასმულ, პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ზემოქმედებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შეკითხვებს.
ჩვენი ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ ქვეყნის ენერგოპოლიტიკის ნაკლოვანებებზე და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცედურულ დარღვევებზე, კორუფციულ რისკებზე, გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფაზე. აღსანიშნავია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა, თუ სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის პრობლემაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
[1] საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი,“ მე-12 მუხლი.
[2] საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-94 „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, მე-8 მუხლი.
[3] კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ორჰუსი, დანია, 23-25 ივნისი,1998, მე-6 მუხლი.
[4] European Parliament non-legislative resolution of 18 December 2014 on the draft Council decision on the conclusion, on behalf of the European Union, of the Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part (09827/2014 – C8-0129/2014 – 2014/0086(NLE) – 2014/2816(INI)).
[5] European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)).
ინსტრუქცია