საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება; და რომ ამის პარალელურად იკლებს სიღარიბის და უმუშევრობის დონე.
სიღარიბისა და უმუშევრობის დონე მართლაც იკლებს, თუმცა ჩვენს ინტერვიუში დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის ექსპერტი ანა დიაკონიძე საუბრობს იმ სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ, რომელიც საქართველოში გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს და რომელთა შესახებაც თითქმის არასდროს გვიმახვილებენ ყურადღებას.
ვიდეოში მოისმენთ, როგორ ხსნის ანა დიაკონიძე დღევანდელ (უარყოფით) ტენდენციებს შრომის ბაზარზე და რა შეფასებები აქვს მას სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, რომელიც უგულებელყოფს იმ სოციალურ კრიზისს, რაშიც მშრომელები და საქართველოს უმუშევარი თუ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა არის დღეს.
ინსტრუქცია