საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ზეპირი ისტორიების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ჯგუფებისა და ადამიანების ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის. პოდკასტის მიზანი, მათთვის ამ ხმების გაჟღერების შესაძლებლობის მიცემაა.
ეს პოდკასტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარებს ეხება. ჩვენი სტუმარი თემო ხატიაშვილია, რომელსაც მეტადონის პროგრამაში ყოფნის, ასევე სამოქალაქო აქტივიზმის დიდი გამოცდილება აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ამ და მომდევნო პოდკასტებში გაჟღერებული ხმები ერთი მხრივ ადამიანებისთვის შვების მომტანი, მეორე მხრივ კი პოლიტიკის ცვლილებების ხელშემწყობი გახდება.
მეტადონის პროგრამა ოპიოდებით ჩანაცვლებითი თერაპიაა, რომელიც ოპიოიდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობას გულისხმობს.
მეტადონის პროგრამების სრულფასოვანი დანერგვა ერთ-ერთი გადამწყვეტია ჰუმანური, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შექმნის კუთხით. საქართველოში ნარკოპოლიტიკა დღემდე რეპრესიულია. ნარკოტიკების მომხმარებლების ბედი დღემდე უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასჯასთან, ვიდრე მკურნალობის სათანადო სერვისებთან. მეტადონის პროგრამის ბენეფიციარების გამოცდილება ამის ნათელი მაგალითია.
პოდკასტის ავტორია თორნიკე გერლიანი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი.
ინსტრუქცია