საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს პოდკასტების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ სოციალური ჯგუფებისა და ადამიანთა ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის.
დღევანდელი პოდკასტი გვინდა დავუთმოთ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ლუბა ჩალაიას. ლუბა ერთ-ერთი მშობელია, რომლის შვილსაც 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის გადამეტებული შემცველობა აღმოაჩნდა.
ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას. ამ კორპუსებს ფოთის პორტის ერთერთ ტერმინალთან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს. გზა, რომელიც ტერმინალსა და საცხოვრებელ სახლებს შორის გადის, პორტს ემსახურება და დატვირთულ დღეებში, ტექნიკა აქ თითქმის უწყვეტად მოძრაობს. უბნის მოსახლეობა აქ დიდი ხანია ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს.
ყველაზე საგანგაშო ნიშნები აქ შარშან გაჩნდა, როცა სამედიცინო კვლევის შედეგად უბანში მაცხოვრებელ ბავშვებს ტყვიის დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია დაუდასტურდათ.
უფრო ვრცლად ამ ამბავს ლუბა ჩალაია მოგვიყვება.
პოდკასტის ავტორია გიორგი ცინცაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი.
ინსტრუქცია