საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ პოდკასტების ციკლს „დაკარგული ხმები“. ამ პოდკასტებში შემოგთავაზებთ იმ სოციალური ჯგუფებისა და ადამიანთა ისტორიებს, რომელთა ხმები საზოგადოებას სუსტად, ან საერთოდ არ ესმის.
დღევანდელი პოდკასტი ტრანსგენდერ ქალებს ეხება. ჩვენი სტუმარია ლიკა, ტრანსგენდერი ქალი, რომლის სახელი და ხმაც, ანონიმურობის დაცვის მიზნით, შეცვლილია. ვიმედოვნებთ, რომ ამ და მომდევნო პოდკასტებში გაჟღერებული ხმები და ისტორიები ერთი მხრივ, ადამიანებისთვის საკუთარი პრობლემებისა და წუხილების გაზიარების, მეორე მხრივ კი პოლიტიკის ცვლილებების ხელშემწყობი გახდება.
ამ ეპიზოდის მიზანია აღწეროს ის სტრუქტურული წინაღობები და პრობლემები, რომლებიც ტრანს ადამიანებს, კონკრეტულად კი ტრანს ქალებს უდგათ სოციალური და სამართლებრივი კუთხით, ჯანდაცვის სფეროსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში. ასევე გვსურს, უფრო ნათელი გავხადოთ ის სტრუქტურული მიზეზები, რაც ტრანს ადამიანებს სრულფასოვან ცხოვრებაში უშლით ხელს.
თუმცა, ამას გარდა, გვინდა ვაჩვენოთ ის პერსპექტივები და სასიცოცხლო სტრატეგიები, რომლებიც ტრანს ადამიანებს გადარჩენაში ეხმარება და რომელსაც, ხშირად, ისინი თავადვე ქმნიან. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ახალ ალტერნატივებზე ფიქრს უკიდურესი, მრავალმხრივი მარგინალიზების პირობებში.
პოდკასტის ავტორია მარიამ შალვაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი ანთროპოლოგი.
ინსტრუქცია