[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ინფოგრაფიკა

ბოლო წლების პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ შსს ხშირად, საზღვარზე არ უშვებს კრიტიკულად განწყობილ უცხოელ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მკვლევრებსა და დისიდენტებს

ბოლო წლების პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ შსს ხშირად, საზღვარზე არ უშვებს კრიტიკულად განწყობილ უცხოელ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მკვლევრებსა და დისიდენტებს. ამის საპირისპიროდ კი, პოზნერი, გავრილოვი და სხვა რუსი პრობლემური ფიგურები საქართველოს საზღვარს უპრობლემოდ კვეთენ.

როგორც წესი, უცხოელი აქტივისტების არშემოშვების საფუძვლად შსს იყენებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ "სხვა შემთხვევებში". ეს ქვეპუნქტი შსს-ს მიერ სისტემატურად გამოიყენება.

როგორც მსგავს საქმეებზე ჩვენი დაკვირვება ცხადყოფს, შსს-ს აქვს სპეციალური სიები, რომელიც კონკრეტულ პირებზე საქართველოში შემოსვლის კონტროლსა და შეზღუდვებს აწესებს. ჩვენი შეფასებით, ამგვარი სიების შექმნა კანონდარღვევაა. უფრო მეტიც, ამგვარი თვითნებური საფუძველი ხშირად დისკრიმინაციული მოპყრობის პირობას ქმნის და ორმაგად დამაზიანებელი ეფექტი აქვს კონკრეტულ პირებზე.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, აიდა ბალაფკანის საქმე. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი აიდა ბალაფკანი სწორედ ზემოხსენებული მოტივით საქართველოში არ შემოუშვეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ძალაში დატოვა უარის გადაწყვეტილება, აიდა ბალაფკანი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. მის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ამ საქმის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3SYk2eb

ჩვენ ვაწარმოებთ და ვაწარმოებდით არაერთ მსგავს საქმეს, მაგალითად:

  • მეიდან ტვ ჟურნალისტის ჯემალ ალის (2017 წ.),
  • რეპატრირებული მესხი აქტივისტის ხალილ სარვაროვის (2018 წ.),
  • რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის ასლანბეკ დადაევის (2019 წ.),
  • ტელეკომპანია დოჟდის ტელეწმაყვანის მიხაილ ფიშმანის (2022 წ)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“