[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო / რეპორტაჟი

ბოლნისელი ქალების წუხილები

უწყლობა, უმუშევრობა, მოუწესრიგებელი მუნიციპალური ტრანსპორტი, გაუმართავი სოციალური ინფრასტრუქტურა და ზოგადი სიღარიბე - ეს პრობლემები თანაბრად მძიმეა ყველა სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის. თუმცა, ეთნიკური უმცირესობების თემში სოციალური დაუცველობა და გარიყულობა ორმაგად მძიმედ ვლინდება, რასაც დამატებითი ამხსნელები აქვს. მათ შორის, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უთანასწორობა, ენის უსამართლო პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენას სერვისების მიწოდებისა და თვითმმართველობის პროცესიდანაც კი გამორიცხავს, ეთნიკური უმცირესობების მკვეთრად დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა.

ეთნიკური უმცირესობების ხმა ცენტრში ნაკლებად ისმის. ეს ვიდეო სწორედ იმის მცდელობაა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ბოლნისში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალების წუხილები და მათი მძიმე ყოველდღიურობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“