[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო / რეპორტაჟი

ავარების ყოფა ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია, სადაც ერთმანეთთან ახლომდებარე სოფლებში, ქართველებთან ერთად, ოსები, უდიები და ავარები ცხოვრობენ.

სასმელი და სარწყავი წლის არარსებობა, მოშლილი ინფრასტრუქტურა, სოციალური სიდუხჭირე - ამ ვიდეოში ეთნიკური ავარების ყოველდღიურობის შესახებ გიყვებით.

ამ ჯგუფის განსახლების ადგილი მეტწილად, ყვარლის მუნიციპალიტეტია და ამ სოფლებში არსებული გამოწვევები მთელი ავარული თემის, როგორც ეთნიკური ჯგუფების მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.

ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები კარგად არ იცნობენ მცირე ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს, ასევე, არასაკმარისად არის გააზრებული და მხარდაჭერილი ამ მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური მრავალფეროვნება.

  • ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს კვლევასაც: https://bit.ly/3tlWEP8

ვიდეო მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“