[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ინფოგრაფიკა

28 აპრილი - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მშრომელთა საერთაშორისო დღე

ბოლო წლებში, საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს, რაც სავარაუდოდ, შრომის პოლიტიკის ეტაპობრივი რეფორმირების შედეგია.

მიუხედავად კლების დინამიკისა, ქვეყანაში სურათი კვლავ მძიმეა, ბოლო ათ წელიწადში სამუშაო ადგილზე 1 800-მდე მშრომელი დაშავდა, 500-ზე მეტი კი გარდაიცვალა.

პრობლემურია, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა გამოძიებაც. არაეფექტიანი სისხლისსამართლებრივი რეაგირება დამსაქმებელ კომპანიებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და თავიდან ვერ ირიდებს ტრაგედიათა ჯაჭვს. საქმე ძირითადად, საწყის ეტაპზევე წყდება და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დგება, ეს მხოლოდ დაბალი რანგის თანამშრომელია. მენეჯმენტის მაღალ რგოლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.
კვლავაც ფერხდება რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა თუ დამნაშავე კომპანიების გამოვლენას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“