[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ინფოგრაფიკა

შრომის ინსპექციის საქმიანობის შეფასება - 2021

ჩვენი კვლევა შრომის ინსპექციის საქმიანობაზე: https://cutt.ly/kOtfCfH

2020 წლის 24 აგვისტოს ჭიათურის მაღაროში სამუშაოს შესრულების დროს 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ინსპექტირება მაინც არ ჩატარებულა.

შრომის ინსპექციამ საჯარო სამსახურები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეამოწმა. ერთ-ერთი იყო სოციალური მომსახურების სააგენტო, სადაც შრომის ინსპექცია მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, როცა თანამშრომლებმა შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, კოლექტიური პროტესტი დაიწყეს.

მეორე შემთხვევაში საქპატენტი შემოწმდა. ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ინსპექტირება სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ხელმძღვანელი პირის პოლიტიკური დევნისთვის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის საქმიანობის უდიდესი ნაწილი მიემართებოდა ობიექტების შემოწმებას იმ კუთხით, იყო თუ არა დაცული კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები. ამ მასშტაბით კოვიდზე კონცენტრირებამ ინსპექციის მხრიდან ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა იმ ძირითადი მოვალეობის შესრულება, რასაც მას კანონმდებლობა აკისრებს - შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მონიტორინგი.

2021 წლის იანვარ-აგვისტოს შრომის უფლებების ინსპექტირების ოქმების თანახმად, შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, ყველა ინსპექტირების შემთხვევაში სანქციად მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციას გაფრთხილების გარდა, შეუძლია ჯარიმის დაკისრება ან დაწესებულებისთვის საქმიანობის შეჩერება.

შრომის ინსპექციის მიერ, დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, დამსაქმებლებისთვის მხოლოდ გაფრთხილების მიცემა, სახდელის თანაზომიერებასთან მიმართებით კითხვას აჩენს და აგრეთვე, დამსაქმებლებში შესაძლოა უსამართლობის განცდასაც ბადებდეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“