[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ჩვენ შესახებ / კოალიციები

FEANTSA

Library Image
მეტი

FEANTSA  უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების ევროპული ფედერაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ფოკუსირდებიან უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპაში უსახლკარობის დასრულება. FEANTSA დაფუძნდა 1989 წელს და აერთიანებს 130-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას 30 ქვეყნიდან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი როგორც წევრი ორგანიზაცია FEATNSA-ს 2017 წლიდან შეუერთდა.

ორგანიზაციის მუშაობის მთავარი მიმართულებებია:

  • უსახლკარობის დასრულების ღონისძიებების ეფექტიანი დანერგვის და აღსრულების მიზნით ეროვნულ, რეგიონულ მთავრობებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან განგრძობადი დიალოგის უზრუნველყოფა;
  • კვლევების განხორციელება, მონაცემების დამუშავება და მათი გავრცელება უსახლკარობის ბუნების, მისი მასშტაბის, წარმოშობის მიზეზებისა და გამოსავლის გზების უკეთ გასააზრებლად;
  • ინფორმაციის, გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაცვლის წახალისება და ხელშეწყობა მის წევრ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის რომელთაც აქვთ უსახლკარობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და პრაქტიკის ხედვა.
  • ცნობიერების ამაღლება უსახლკარობის კომპლექსურობისა და უსახლკარო პირთა წინაშე არსებული გამოწვევების მრავალგანზომილებიანობის თაობაზე;

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“