საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 229,093
ხანგრძლივობა: 2022-2025 წელი
2022 წლის იანვრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ღია საზოგადოება - საქართველოს ფონდთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“.
საქართველოში მოზარდთა და ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი საყურადღებოდ მაღალია, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევას წარმოადგენს. ეს ასევე ეხება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ტენდენციას, რომელზე სახელმწიფოს პასუხიც არაპროპორციულად მკაცრი და რეპრესიულია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს მკაცრი ნარკოპოლიტიკის გარდაქმნის საჭიროებას, ჯერ არ მომხდარა არსებული რეპრესიული კანონმდებლობის ჩანაცვლება მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკით.
ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო სასჯელის ზომა ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ზოგჯერ იმაზე მკაცრია, ვიდრე მკვლელობის ან გაუპატიურებისთვის დაწესებული სასჯელები. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულებზე რეაგირების არასისხლისსამართლებრივ მექანიზმებს, რაც დაეხმარებოდა მომხმარებლებს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში. საერთო ჯამში, ფართო საზოგადოებაც მოქმედი ნარკოპოლიტიკის სოლიდარულია.
ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობს პრევენციის მექანიზმები, ხოლო არსებული პრევენციული ღონისძიებები არ არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე. ამასთან, არ ხორციელდება მათი ზეგავლენის შეფასება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროექტის ამოცანას წარმოადგენს ადამიანური უსაფრთხოების ხელშეწყობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარების, დანაშაულის პრევენციის, მკურნალობისა და ზრუნვის სისტემების გაუმჯობესების მეშვეობით.
მიზნის მისაღწევად, პროექტი ექვსი ამოცანის შესრულებას ითვალისწინებს. მათგან „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორ ამოცანაზეა პასუხისმგებელი. ესენია:
ინსტრუქცია