საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 96,147
ხანგრძლივობა: 2022-2024 წელი
2022 წლის აგვისტოდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“.
ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რის ფონზეც საქართველოში მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად გახდა რადიკალური პოლარიზაციის საგანი, კონფლიქტების ტრანსფორმაციის, მდგრადი მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები პოლიტიკურ დღის წესრიგში კვლავ არ დგას. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და სოციალური ყოფა, ამ მხრივ არსებული სისტემური გამოწვევები და სამშვიდობო პოლიტიკის შეუსაბამობა არსებულ პრობლემებთან ხაზს უსვამს პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას და სამშვიდობო პროცესებში ადამიანის უფლებების პერსპექტივის გაძლიერებას.
კრიტიკულია ისიც, რომ სამშვიდობო პროცესებში არ ისმის კონფლიქტით დაზარალებული ქალების ხმა და ინტერესები, დაბალია ქალების მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა რომ მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ადამიანების დიდი უმრავლესობა ქალია, მათი წარმომადგენლობაც დაბალია სამშვიდობო პროცესებში და მათი ხმა ნაკლებად ისმის გადაწყვეტილების მიღების დროს.
პროექტის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტების ტრანსფორმაციას კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრებით, სამშვიდობო პოლიტიკაში ქალთა ხმების გაძლიერებით, ასევე პოლიტიკურ დღის წესრიგში და სამოქმედო გეგმებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სპეციალური საჭიროებების ინტეგრაციით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობა ამ პროექტის ქვეშ სამი ძირითადი ამოცანის ქვეშ არის ორგანიზებული:
ინსტრუქცია