[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 290,822.70

ხანგრძლივობა: 2021-2023 წელი

დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მიუხედავად რეფორმების რამდენიმე „ტალღისა“, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოების უნდობლობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სისტემა არ არის თავისუფალი შიდა და გარე ფაქტორების გავლენებისგან. გარდა ამისა, განუვითარებელია მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური საფუძვლები, ხოლო სისტემის ძირეული პრობლემების სიღრმისეული ანალიზი ჯერ არ განხორციელებულია. შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს სისტემურ პრობლემებზე ადეკვატურ რეაგირებას.

უფრო კონკრეტულად, პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, მოსამართლეებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მობილიზაციის გზით და აგრეთვე მონაწილეობითი პროცესების ხელშეწყობის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით

პროექტის განხორციელების შედეგად (1) მომზადდება ჩრდილოვანი/მონიტორინგის ანგარიშები, რომლებშიც შეფასებული იქნება ჩატარებული რეფორმების შედეგები და შემდგომი რეფორმირების მიმართულებები (2) ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერების მიზნით შეიქმნება ინკლუზიური პლათფორმა იმ საკითხების კრიტიკულად გადააზრებისთვის, რომლებიც უკავშირდება მართლმსაჯულების სისტემას და მის კავშირს აქტუალურ (მნიშვნელოვან) საჯარო და პოლიტიკურ პროცესებთან, (3) გაიზრდება საზოგადოების ჩართულობა მართლმსაჯურების სისტემის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებსა და განხილვებში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევების/ანგარიშების მიგნებების, სტატიებისა და ინფოგრაფიკული მასალების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული გამოწვევების საჯარო დღის წესრიგში შეტანასა და მედიის მიერ ამ საკითხების აქტიურად გაშუქებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“