[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე  ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევის, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობის მეშვეობით

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 376,585.04

ხანგრძლივობა: 2022-2025 წელი

უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. ანგარიშვალდებულების დაბალი დონე და კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმები მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ინსტიტუციური დემოკრატიისთვის. სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობა წარმოადგენს, რომელზეც როგორც სასამართლო, ასევე საპარლამენტო კონტროლი მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება და ტრადიციულად, მოკლებულია სამართლებრივ გარანტიებს. მოქმედი საპარლამენტო კონტროლის პრაქტიკა შეზღუდულია, რადგან მაკონტროლებელი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ. სასამართლო კონტროლი სუს-ის საქმიანობაზე მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცვის უფლების მნიშვნელოვანი გარანტორია. მიუხედავად რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებისა, რომლებიც დადებითად ფასდება, სუს-ის საქმიანობის ძირითადი ასპექტები ჯერ კიდევ სასამართლო კონტროლს მიღმაა. 

კონფლიქტების მართვის შესაბამისი პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ მიმართულებით სუს-ის საქმიანობა, განსაკუთრებით გარკვეულ რეგიონებში მოკლებულია ინკლუზიურ მიდგომებს. შესაბამისად, როგორც წესი, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები მნიშვნელოვანი სოციო-კულუტურული ფაქტორების, ასევე უსაფრთხოებისა და დაცულობის საზოგადოებრივი აღქმების გათვალისწინების გარეშე ყალიბდება. უფრო მეტიც, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესი გამორიცხავს  საზოგადოებისა და ექსპერტული ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობას.

ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს იმგვარი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას ექსპერტული ანალიზის, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების ზომების შეთავაზების მეშვეობით.

მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანების შესრულება:

1) უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგის არსებული მექანიზმების გაუმჯობესება და საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის მექანიზმების დახვეწა

2) უსაფრთხოების სექტორში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკისა და პრაქტიკების გაძლიერება საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში (განსაკუთრებული ფოკუსით კონფლიქტურ და უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებზე)

3) ექსპერტულ ფასილიტაციაზე დაფუძნებული დიალოგის წარმოება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და უსაფრთხოების არქიტექტურის ირგვლივ და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების მონაწილეობითი პროცესის ხელშეწყობა

4) კონფლიქტების, რადიკალიზაციის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და სხვა საკითხების მიმართ საზოგადოებრივი აღქმებისა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და დაცულობაზე პასუხისმგებელი საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ფორმირებაზე პოლიტიკის გავლენის ანალიზი და პრობლემური საკითხების გადაჭრა ინკლუზიური პროცესების მეშვეობით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“