[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

ადვოკატირება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების პერსპექტივის გასაძლიერებლად 

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 42,000

ხანგრძლივობა: 2023 წელი

2023 წლის თებერვლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის (Boell) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ ადვოკატირება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების პერსპექტივის გასაძლიერებლად.“

კონფლიქტების ტრანსფორმაციის და სამშვიდობო პოლიტიკის არქონის პირობებში კონფლიქტით დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება და უარესდება. მშვიდობის და კონფლიქტების საკითხები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკური პოლარიზების და პარტიული დაპირისპირების საგანი, რის გამოც რეალური პრობლემები რაც განგრძობადი კონფლიქტით დაზარალებულ ჯგუფებს აწუხებთ, მუდმივად რჩება ხელისუფლების ქმედითი პოლიტიკის მიღმა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის უახლესმა კვლევამაც გალსა და ახალგორში არსებულ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე აჩვენა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეს მოსახლეობა ორმაგი მივიწყების და დისკრიმინაციული პრაქტიკების ობიექტია. გარდა ამისა უმძიმესი სოციალური და უფლებრივი ფონია გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ სოფლებში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივის გაძლიერებას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში და გააუმჯობესოს გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა.

ამ მიზნით სოციალური სამართლიანობის  ცენტრი გააძლიერებს გალის და ახალგორის მოსახლეობის საჭიროებების და გამოწვევების შესახებ ცოდნას და დისკუსიას მედიაში და საზოგადოებაში; ასევე იმუშავებს პოლიტიკურ პარტიებთან და საჯარო უწყებებთან ამ პრობლემებზე სადისკუსიო პლატფორმის შექმნის და კონკრეტული რეკომენდაციების ადვოკატირების მიზნით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“