საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
IMG_5076
IMG_5089
IMG_5092
IMG_5116
IMG_5133
IMG_5146
IMG_5151
IMG_5154
IMG_5180
IMG_5475
IMG_5488
IMG_5493
IMG_5502
IMG_5511
IMG_5512
IMG_5514
IMG_5519
IMG_5522
IMG_5528
IMG_5542
IMG_5544
IMG_5545
IMG_5547
IMG_5553
IMG_5568
IMG_5573
IMG_5593
უსახლკარო ოჯახების დასახლება ხელვაჩაურში [photo]
IMG_5478
IMG_5496
IMG_5502
IMG_5513
IMG_5524
IMG_5525
IMG_5559
IMG_5562
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ხელვაჩაურის ცენტრში, ყოფილი 53-ე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა.
აღნიშნული ტერიტორია სოციალურად დაუცველმა უსახლკარო ოჯახებმა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიკავეს. მათმა ნაწილმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობები დაიკავა, ნაწილმა კი მუყაოებით, ფიცრებითა და რკინის ჯიხურებით ააწყო მცირე საცხოვრისები.
დასახლებაში მცხოვრები პირების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 900-მდე ოჯახს აქვს განთავსებული საცხოვრისი. ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის უფუნქციოა, თუმცა, ოჯახების დიდი ნაწილი დასახლებაში მუდმივად ცხოვრობს.
დასახლებაში არსებული საცხოვრებელი პირობები უმძიმესია. ერთი წლის განმავლობაში დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. მხოლოდ პროტესტის შედეგად, რამდენიმე თვის წინ მოახერხდა დასახლებაში ელექტროენერგიის გაყვანა. დასახლებას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამასთან არ ფუნქციონირებს კანალიზაცია. იმის გამო, რომ დასუფთავების სამსახური არ სთავაზობს სერვისს, დასახლებაში დიდი ნაგავსაყრელია განთავსებული, რომელიც ანტისანიტარიის წყაროა.
დასახლებაში 300-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის, 150 ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა. 20-მდე ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. აღნიშნული ოჯახების უსახლკარობის მიზეზები სხვადასხვა. მოსახლეობის განცხადებით, დასახლებაში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი (დაახლოებით 60%) ეკომიგრანტია. საცხოვრებლის დაკარგვის მიზეზებში შორის ვლინდება მაღალმთიან აჭარაში დიდი ოჯახების გაყოფისა და მცირემიწიანობის, მარტოხელა ქალების, ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემის, უსამართლო საბანკო პოლიტიკის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დასახლებაში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას აჭარელი მუსლიმები წარმოადგენენ.დასახლების მაცხოვრებლების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და მხოლოდ საარსებო შემწეობით ცხოვრობს. ოჯახები მუნიციპალიტეტების მიერ გახსნილ უფასო სასადილოებში იკვებებიან. მათი უმრავლესობა დაუსაქმებელია. უსამართლო სოციალური დახმარების სისტემის პირობებში, მათთვის დროებითი დასაქმებაც კი სოციალური დახმარების შეწყვეტას განაპირობებს.ამიტომაც, უწევთ არჩევანის გაკეთება და არასტაბილური დასაქმების პირობებში უარის თქმა დამოუკიდებლად მიღებულ მცირე შემოსავლზეც კი.
დასახლების მაცხოვრებლების სახელმწიფოსთან მიმდინარე წერილობითი კომუნიკაცია აჩვენებს, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებს უკანონოდ შეჭრილებად განიხილავს და მათ ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვს.
ინსტრუქცია