საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას უსაფრთხოების სამსახურის მართვისა და ზედამხედველობის კუთხით.
დოკუმენტი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან: (1) უსაფრთხოების სამსახურის მანდატი და ფუნქციები; (2) აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი უსაფრთხოების სამსახურზე; (3) უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობა და ანგარიშვალდებულება; (4) უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობა. თითოეული თავი იწყება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო და ევროპული ორგანოების და აქტორების მიერ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვით, როგორებიცაა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ტერორიზმთან ბრძოლის დროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მხარდაჭერის და დაცვის საკითხებში, ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროკავშირის ადამიანის ძირითადი უფლებების სააგენტო.
თითოეულ თავში საერთაშორისო სტანდარტებს მოსდევს შერჩეული ოთხი ქვეყნის რელევანტური პრაქტიკის მოკლე მიმოხილვაც. ამ ანგარიშის მიზნებისთვის, საქართველოს ზოგადი ევროატლანტიკური პერსპექტივის გათვალისწინებით, შემდეგი ოთხი ქვეყანა შეირჩა:
უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაზვერვის ერთიანი მართვისა და ზედამხედველობის სისტემა არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება. თითოეული ქვეყანა განსხვავებულ გარემოებებსა და მუდმივად ცვალებად გლობალურ უსაფრთხოების გარემოში ცდილობს არაერთ ტრანსნაციონალურ საფრთხესთან დაპირისპირებას. ამ ოთხი ქვეყნის პრაქტიკების აღწერა მიზნად არ ისახავს საქართველოში არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ერთი გზის დასახვას. ისინი იმ განსხვავებულ მიდგომებს ხდიან თვალსაჩინოს, რომელთა საშუალებით ამ ქვეყნებში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია ხდება და დაინტერესებული პირებისთვის საქართველოში წარმოადგენენ პლატფორმას, ქართული კონტექსტისთვის ყველაზე ეფექტიან მექანიზმებზე დისკუსიისა და რეფლექსიისთვის.
ანგარიში მომზადდა ღია საზოგადოების ფონდისა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის დოკუმენტის ჩამოტვირთვა ⇓
ინსტრუქცია