საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
მრავალფეროვანია ის მიდგომები, რომლითაც სახელმწიფოები თავიანთ ეთნიკურ უმცირესობებს ეპყრობიან. არიან სახელმწიფოები, როგორიცაა შეერთებული შტატები და კანადა, რომლებიც აღიარებენ თავიანთი უმცირესობების უნიკალურობასა და გამორჩეულობას. მაგალითად, კანადა გახდა ერი, რომელიც ოფიციალურად არის მოწოდებული, სამთავრობო პოლიტიკების ფართო სპექტრით, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ეთნიკური მრავალფეროვნება. კანადელები თავს მოზაიკად თვლიან.[1] ისინი ცდილობენ სამოქალაქო ასიმილაციის გზით კანადურ საზოგადოებაში ყველა ეთნიკური ჯგუფის გაერთიანებას, ეთნიკურ იდენტობათა მნიშვნელობის უგულვებელყოფის ან დაკნინების მცდელობის გარეშე. შეერთებული შტატები ასევე პატივს სცემს ეთნოკულტურულ მრავალფეროვნებას და მულტიკულტურალიზმს ემხრობა, თუმცა ცალკეული ეთნიკური იდენტობების პოპულარიზება და დაცვა არ არაა სახელმწიფო პოლიტიკების მიზანი.
ასევე არის ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ჯერ კიდევ ფეხს ითრევენ და არც თუ ისე ღიები არიან ეთნიკური მრავალფეროვნების მხარდაჭერაში. გერმანია, მაგალითად, არათუ ღია არაა, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მულტიკულტურალიზმის იდას. გერმანული ეთნიკური უმცირესობები კვლავ განიცდიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დისკრიმინაციას. გერმანიაში უცხოელი ყოველთვის უცხოელი დარჩება, თუ მას გერმანული სისხლი არ აქვს. მულტიკულტურალიზმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საფრანგეთსაც, მაგრამ ეს შემთხვევა არაა გერმანიის მსგავსი. საფრანგეთი, რომელმაც თავისი ერი სამოქალაქო მოქალაქეობის რესპუბლიკურ ვერსიაზე ააგო, ცდილობს დაძლიოს და ჩაანაცვლოს თავისი უმცირესობების განსხვავებული ეთნიკური იდენტობები საფრანგეთის მოქალაქის იდენტობით. საფრანგეთისთვის უცხოელი ყოველთვის არ იქნება უცხოელი, როგორც ეს გერმანიის შემთხვევაშია, არამედ ის შეიძლება გახდეს საფრანგეთის მოქალაქე იმ პირობით თუ თავისი ეთნიკურ იდენტობას ფრანგული იდენტობით ჩაანაცვლებს.
მაშ, რატომ აქვთ სახელმწიფოებს ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებული და ზოგჯერ შეუთავსებელი დამოკიდებულებელი თავიანთი ეთნიკური უმცირესობების მიმართ? რატომ არის ზოგიერთი სახელმწიფო ღია და მზა, მოახდინოს თავისი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება მათი იდენტობისა და უნიკალურობის ხელშეშლის გარეშე, ხოლო სხვები არ არიან მზად ინტეგრაციისთვის, ან თავიანთი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენენ, თუ ისინი უარს იტყვიან საკუთარ იდენტობაზე?
მასალა მომზადდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.
მის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.
[1] Kivisto, Peter. 2002. Multiculturalism in a global society. United Kingdom: Blackwell Publishers.
ინსტრუქცია