[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თარგმანი

ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა ეფექტური მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობების შექმნისთვის

გიორგი ჩუბინიძე 

შესავალი

ეს ანგარიში აფასებს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (შემდგომში FCNM) მონიტორინგის შედეგებს ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა ეფექტური მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. პრეზენტაცია ძირითადად ფოკუსირებულია FCNM-ის მე-15 მუხლზე. ამ დებულების გამოყენება და მასთან მიმართებით მიღწეული დონე განხილული იქნება FCNM-ის 25-ე მუხლის, მრჩეველთა კომიტეტის (შემდგომში ACFC) მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად მოწოდებული სახელმწიფო მოხსენებებისა და მინისტრთა კომიტეტის შეხედულებების საფუძველზე[1] სქოლიოში ცალკეულ მაგალითებზე მითითება უნდა განიხილებოდეს როგორც ილუსტრაციები და არა როგორც ყველა გამოსადეგი შემთხვევის სრული ჩამონათვალი. ზოგჯერ მითითება ხდება პარალელურ მოხსენებებზე, სხვა ინსტრუმენტებზე და მკვლევართა შეხედულებებზე. სანამ ეფექტური მონაწილეობის ინდივიდუალურ ასპექტებთან დაკავშირებით პრაქტიკის ანალიზზე გადავიდოდეთ, გონივრული იქნება ეს პრინციპი ადამიანის და უმცირესობების უფლებების ზოგად კონტექსტში მოვათავსოთ.

მასალა მომზადდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

მის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.

თარგმანი_მონაწილეობაზე_1700834352.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ქვემოთ მოყვანილი AC-ის მოსაზრებებზე მითითებები ეხება მე-15 მუხლის ნაწილებს ციტირებულს შესაბამის მოსაზრებაში. ცალკეული აბზაცების ნომრები ძირითადად მოცემულია მხოლოდ პირდაპირი ციტატების შემთხვევაში. სახელმწიფო ანგარიშებში გვერდების ნომრები ან აბზაცების ნომრები დამატებულია მხოლოდ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, იმ დოკუმენტების უმეტესობის ელექტრონული ფორმატის გათვალისწინებით, რომლებიც გამოყენებულ იქნა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“