საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს უახლესი ისტორია გაჯერებულია მასობრივი წინააღმდეგობისა და პროტესტების ეპიზოდებით, იქნება ეს პოლიტიკური თუ სოციალური შინაარსის პროტესტები. თუმცა მთავარი კითხვები, რომლებზეც პოდკასტის მე-5 ეპიზოდის განმავლობაში ვსაუბრობთ არის ის, თუ რა ტიპის წინააღმდეგობები ხდება ხოლმე აქტუალური? რომელი მობილიზების შემთხვევები აღწევს საჯარო სივრცეში და ცვლის საჯარო დღის წესრიგებს, და რომელი რჩება მის მიღმა? რა განაპირობებს წინააღმდეგობრივი მოძრაობების და სოციალური პროტესტების აქტუალიზებას?
პოდკასტის მე-5 ეპიზოდში ასევე აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა სახის წინააღმდეგობის გამოცდილებები არსებობს მონოინდუსტრიულ რეგიონებში, სადაც მაღალია მშრომელთა დამოკიდებულება ერთ, მონოპოლისტ დამსაქმებელზე. რა სახის მობილიზების პრაქტიკა თუ შინაარსობრივი კონოტაციები ხდის მშრომელთა პროტესტებს მასობრივს? და რამდენად შესწევს მსგავსი სახის წინააღმდეგობის პოლიტიკას პოტენციალი, შეიძინოს კონტრჰეგემონიური ხასიათი და იქცეს პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებების მომასწავებლად?
პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
ინსტრუქცია