[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / პოდკასტი / ექსტრაქტივიზმის მრავალი განზომილება

ქვანახშირის და კაპიტალიზმის ქრონოლოგიები ტყიბულში

თამუნა ქებურია 

როგორ იცვლებოდა ქვანახშირის როლი და ფუნქცია ბოლო საუკუნის განმავლობაში და რას გვიამბობს ეს პროცესი იმ ისტორიაზე, სადაც პოლიტიკური რეჟიმები და მისით განპირობებული საწარმოო ურთიერთობები განსაზღვრავდნენ და აყალიბებდნენ ძალაუფლებრივ, სოციალურ და კულტურულ ველებს? რა როლი ჰქონდა ტყიბულის ქვანახშირს საბჭოთა ეკონომიკაში და როგორ მოინიშნებოდნენ სხვადასხვა რესპუბლიკის ხალხების ისტორიაში ტყიბულელი მეშახტეები? რა ცვლილებები მოიტანა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ტყიბულის შემთხვევაში და რა მოუვიდა მშრომელთა წინააღმდეგობრივ სუბიექტურობას, როდესაც ქვანახშირის რესურსი ნავთობის რესურსით ჩანაცვლდა?

პოდკასტების მოკლე სერიის მე-6 ეპიზოდში კიდევ ერთხელ ვბრუნდებით ტყიბულში, სადაც ჩვენი გზამკვლევები წიგნის ‘მარტო პურის’ ავტორები არიან. მათთან დისკუსიაში კი სასაუბრო თემა სცდება ტყიბულს, და ის კაპიტალიზმის ერთ საუკუნოვან ისტორიასაც მიმოიხილავს.

  • პოდკასტის სტუმრები: გიორგი ხასაია და ვაკო ნაცვლიშვილი
  • წამყვანი: თამუნა ქებურია
  • მუსიკა: ბექა კუნდალინი

პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“