საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რა არის უბრანულად კუმშვა და როგორ მოხდა მონოინდუსტრიული ქალაქების დეურბანიზაცია საქართველოში? რატომ ხდება ბუნებრივი რესურსების მქონე ქალაქებიდან შრომის ძალის და კაპიტალის სისტემური გადინება?
პოდკასტის მე-4 ეპიზოდის სტუმარია ურბანისტი დათო გოგიშვილი, რომელიც მიმოიხილავს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე ურბანული კუმშვის ტენდენციებს და ცდილობს ახსნას თუ რა სახის ციკლური და ჯაჭვური პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ერთი მხრივ საქმე გვაქვს ქალაქების რადიკალურ შეკუმშვასთან, ხოლო მეორე მხრივ მეგაპოლისების და სხვა დიდი ქალაქების გაფართოებასთან.
პოდკასტის მოცემული ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ COVID 19-ის და პანდემიური წესრიგის გავლენაზე ადამიანების მობილობის გლობალურ დინამიკაზე და იმ საშიშროებებზე, რაც ეპიდემიის აფეთქებებმა მაღალი სიმჭიდროვის მქონე ქალაქებში შესაძლოა გამოიწვიოს.
პოდკასტის სტუმრი: დათო გოგიშვილი
პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
ინსტრუქცია